პიკე: ნეიმარი რჩება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს ნეიმარის დარჩენა ახარა.

გუშინ ღამით, პიკემ ყველა აქტიურ სოციალურ ქსელში ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ის რჩება".

დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "პარი სენ ჟერმენი" მზად იყო ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაეხადა და თავად ფეხბურთელის ანგარიშზე წელიწადში 30 მილიონი ევრო ჩაერიცხა. ევროპული და ბრაზილიური სპორტული გამოცემების ცნობით, ტრანსფერით ნეიმარიც იყო დაინტერესებული და ბრაზილიელის ბარსელონადან პარიზში გადაბარგება უფრო და უფრო რეალური ხდებოდა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "იუვენტუსთან" გასამართი
დაპირისპირების წინა დღეს, უკვე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო.

სიტუაცია 22 ივლისს შეიცვალა. ხერარდ პიკეს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, თანაგუნდელებმა ნეიმარი "ბარსელონაში" დარჩენაზე დააფიქრეს.

რამდენიმე საათში, 25 წლის ბრაზილიელმა, "იუვენტუსს" 2 ლამაზი გოლი გაუტანა, შეხვედრის შემდეგ კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შვილის პსჟ-ში გადასვლის მოსურნე ნეიმარის მამა "ბარსელონას" წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

ნეიმარისა მამასა და კატალონიურ კლუბს შორის მოლაპარაკებები მალევე გაიმართა, მაგრამ წარუმატებლად. ბრაზილიელი, "ბარსელონაში" დარჩენის სანაცვლოდ, ფინანსურ ხეირს ითხოვდა, კლუბი კი მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.

ბარსელონასკენ მობრუნებულმა ნეიმარმა გეზი კვლავ პარიზისკენ აიღო. თუმცა, ამის შემდეგ, საქმეში ლიონელ მესი და ლუის სუარესი ჩაერთვნენ. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ, Instagram-იდან, ნეიმართან ერთად გადაღებული სურათები წაშალა. შემდეგ კი, არგენტინულ-ურუგვაული დუეტი მრისხანე ტრიოს მესამე წევრს შეხვდა.

შეხვედრის შედეგები საზოგადოებას პიკემ გააცნო და ამჟამინდელი ინფორმაციით, "ის რჩება".


- ესპანური პრესა: ნეიმარი "ბარსელონადან" წასვლაზე ფიქრობს

- დროა, ეს შოუ შევწყვიტოთ - აურზაური ნეიმარის გამო

- ნეიმარიადა გრძელდება - მსოფლიოს რეკორდი თუ მსოფლიო დონის აფიორა


- რას ამბობს პრესა? - ნეიმარი 95%-ით პარიზელია

- თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ, ნეიმარის "ბარსელონაში" დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა

- ვალვერდეს დებიუტი - "ბარსელონამ" "იუვენტუსს" ნეიმარის გოლებით მოუგო [VIDEO]

- ლე პარიზიენი: ნეიმარის ტრანსფერი გადაწყდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას აბლატავებენ ამ ტაკიმასხარას?
მიშა
17:31 24-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული