საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: "დინამო" და "სამტრედია" ფინალს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
7 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალისკენ ნაბიჯი თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" გადადგეს.

თბილისის "დინამომ" "ცხინვალს" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 2:0 მოუგო. "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში მასპინძლები მათე ცინცაძემ 22-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 78-ეზე დავით ვოლკოვმა დააფიქსირა.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე გიორგი თევზაძემ გაიტანა.

საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 28 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული