საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: დაძაბული საპასუხო მატჩების მოლოდინში

AutoSharing Option
25-26 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება. პირველმა შეხვედრებმა რამდენიმე წყვილის ფავორიტი გამოკვეთა, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი.

თამაშები ორ დღეზეა გადანაწილებული. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართება, 26 ნოემბერს კი, დანარჩენი ექვსი.

ყველაზე დიდ ინტერესს სამი შეხვედრა იწვევს: "დინამო"(თბ)-"შუქურა", "ზესტაფონი"-"ჩიხურა" და "კოლხეთი"-"დილა".

აჭარულ-თბილისური წყვილის პირველი დაპირისპირება ქობულეთში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიშიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი დინამოელებს აქვთ, მაგრამ უშანსოდ არც მათი სტუმრები ითვლებიან. რაც უნდა იყოს ზეგ, "დინამო
არენაზე" საინტერესო თამაში და დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი.

იმერულ დერბის ამჯერად უკვე თასზეც ვიხილავთ. ამ წყვილის პირველი თამაში ივანწმინდაში იყო და მეტოქეები უგოლო ფრით დაშორდნენ ერთმანეთს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს დავით ყიფიანის თასზე უპირისპირდება; ისე კი, წლევანდელ სეზონში მათ უკვე ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ უმაღლეს ლიგაში და დაძაბული შეხვედრა საჩხერელთა გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება "კოლხეთი"-"დილას" თამაშს, აქაც, ისევე, როგორც პირველ ორი შემთხვევაში, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. მართალია, კოლხები არცთუ სახარბიელო ფორმაში არიან და გორელები კი, პირიქით, შესანიშნავად ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში, ფოთელებმა პირველ შეხვედრაშიც დაამტკიცეს, რომ ბრძოლა ყველასთან შეუძლიათ. მოკლედ, იმედი გვაქვს, ორივე გუნდის გულშემატკივრები კარგ მატჩს იხილავენ.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
25 ნოემბერი. გორი, "თენგიზ ბურჯანაძე". 13:30
"სიონი" (ბოლნისი) - "ვიტ-ჯორჯია" (თბილისი)
პირველი შეხვედრა: 1:0
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

25 ნოემბერი. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე". 13:30
"სამტრედია" (სამტრედია) - "დინამო" (ბათუმი)
პირველი შეხვედრა: 4:1
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზვ. ერქვანია, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე". 13:30
"კოლხეთი" (ფოთი) - "დილა" (გორი)
პირველი შეხვედრა: 0:0
მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ი. უკლება, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა". 15:00
"დინამო" (თბილისი) - "შუქურა" (ქობულეთი)
პირველი შეხვედრა: 1:1
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ა. ნონიკაშვილი (1 დამ. ასისტენტი), ხ. გაგნიძე (2 დამ. ასისტენტი), ლ. სილაგავა (სათადარიგო)

26 ნოემბერი. თერჯოლა, ცენტრალური სტადიონი. 13:30
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "სპარტაკი" (ცხინვალი)
პირველი შეხვედრა: 3:0
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, გ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

26 ნოემბერი. ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი. 13:30
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მერანი" (მარტვილი)
პირველი შეხვედრა: 0:3
მსაჯები: დ. სანოძე, დ. ჩიგოგიძე, ა. ჟივიძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. რუსთავი, "ფოლადი". 13:30
"მეტალურგი" (რუსთავი) - "ზუგდიდი" (ზუგდიდი)
პირველი შეხვედრა: 0:2
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, კ. სადილიანი, ი. კაკაბაძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე". 13:30
"ზესტაფონი" (ზესტაფონი) - "ჩიხურა" (საჩხერე)
პირველი შეხვედრა: 0:0
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დილას !!!
ნატა
11:23 25-11-2014
0

სიახლეები პოპულარული