5-6 ნოემბერს რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი გაიმართება

AutoSharing Option
5-6 ნოემბერს, 13-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნულ ეტაპს კახეთი უმასპინძლებს და მასში მონაწილე ოთხი გუნდი 3 დღის განმავლობაში შეკრებას ლაგოდეხის ბაზაზე გაივლის.

მათი ინფორმაციით, ნახევარფინალური მატჩები, ასევე ლაგოდეხში, 5 ნოემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს აჭარისა და აფხაზეთის 13-წლამდე რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თამაში 12:00 საათზე დაიწყება.

”მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სამეგრელოსა და თბილისის გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს 14:00 საათზე აიღებს. 6 ნოემბერს, ტურნირის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება.

მატჩები თელავის გივი
ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ფინალური დაპირისპირება 12:00 საათზე დაიწყება, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი, 10:00-ზე.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრება”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული