ლიონელ მესი: ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ შინ ვთამაშობდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "სევილიასთან" (5:4) უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ შინ ვთამაშობდით, ამიტომ ორმაგად კმაყოფილები ვართ გამარჯვებით.

რაც შეეხება თამაშს, ის უცნაურად დაიწყო, ჯერ ვიგებდით, მერე გაგვითანაბრეს. ბევრი მომენტი გვქონდა, 4 გოლი გავიტანეთ. შემდეგ ბურთი მეტოქეს დავუთმეთ და გაგვითანაბრეს. ბოლოს ძალიან რთული იყო, მაგრამ პენალტებში არ მოგვიწია თამაში და ეს ძალიან კარგია.

მსმენია თუ არა მიხეილ მესხზე? სამწუხაროდ, მის შესახებ არაფერი მსმენია", - თქვა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mesxis da paichadzis shesaxeb bevrma qaryvelma Ar itsis dges da mesiss txovt itsodes?kargit ra.
??????????
09:37 12-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული