სავარაუდო ტრანსფერი: სანდრო კობახიძემ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კარიერა, შესაძლოა, თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბში, "სივასფორში" გააგრძელოს. ამის შესახებ Superligyolu.com-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.

წყაროს ცნობით, 29 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით თურქულ და უკრაინულ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ "ვორსკლას" ფინანსური პრობლემები აქვს. ფეხბურთელთა დავალიანებებსა და კლუბის დატოვების შესაძლებლობაზე ცოტა ხნის წინ თავად კობახიძემაც ისაუბრა.

სანდრომ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ვორსკლას" ღირსება 17 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. "ვორსკლაში" გა
დასვლამდე კი ის დნეპროპეტროვსკის "დნიპროში", "კრივბასში", კიევის "არსენალსა" და "ვოლინში" გამოდიოდა.

რაც შეეხება მის სავარაუდო მომავალ კლუბს, "სივასფორი" თურქეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერს სულ 3 ქულით ჩამორჩება. "სივასფორი" მიზნად სუპერლიგაში აღზევებას ისახავს, რომლის საგზურს ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ იღებს, მესამეადგილოსანი კი - პლეი ოფის გზით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული