საბა კვირკველია შესაძლოა, მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდეს

AutoSharing Option
ის, რომ საბა კვირკველია ყაზანის "რუბინს" დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილია. ცენტრალური მცველის აგენტის თქმით, დიდი ალბათობით, მისი ახალი კლუბიც რუსული იქნება.

ბოლო ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივი" გააქტიურდა, რომელიც 6 მილიონ ევროდ მაგომედ ოზდოევის დაბრუნებას აპირებს "რუბინიდან". ოზდოევთან ერთად კი, ამ ვერსიით, კვირკველიაც გადავა მოსკოვურ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისით "როსტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ "რუბინში" მისი იჯარით გაშვება არ სურთ და მხოლოდ გაყიდვაზე არიან ყაბულს.

საბა კვირკველიას ამ სეზონში ერთი წუთიც კი არ უთამაშია რუსულ პრემიერლიგაში. არადა, გასულ სეზონში ის
"რუბინის" დაცვის ხაზის ნამდვილი ლიდერი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული