გიორგი ჯიქია: სფფ-ის პრეზიდენტმა დამირეკა...

AutoSharing Option
რუსული "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის ნაკრებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორი გრძნობაა, როცა ნაკრებში გიძახებენ?
- მშვენიერი. დადებითი ემოციები ასეთ დროს ჩვეულებრივი რამაა. თუმცა ახლა მთავარია, მოედანზე დავამტკიცო, რომ გამოძახებას ვიმსახურებდი.

- თუმცა საქართველოს ნაკრებშიც გიძახებენ...
- კი, ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა. ჩემი ხილვა საქართველოს ნაკრებში სურთ.

- რუსეთის სასარგებლოდ უკვე გააკეთე არჩევანი?
- ნაკრებში გამომიძახეს და რადგან ჩამოვედი, ე.ი...

- ე.ი. რუსეთის ნაკრებში გსურს თამაში?
- შესაძლოა, მსურდეს კიდეც, მაგრამ დიდი გზის
გავლა მომიწევს საამისოდ. ახლა შანსი მომეცა და უნდა გამოვიყენო.
მკითხველის კომენტარები / 29 /
არასდროს აღარ უნდა გამოიძახო ესეთი ფეხბურთელი,ეს რომ უკვე წამოიყვანონ აღარ ექნება არც სტიმული არც ჟინი,ვინც სიამაყის გრძნობით არ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და რუსეთის ნაკრებში გაცვლის,კომენტარიც აღარ უნდა ჩამოართვა,საქართველოში არაქართველი უფრო პატრიოტია და უფრო უყვართ საქართველო ვიდრე რუსეთში მაცხოვრებელ ქართველების 90%
michael
04:54 08-11-2016
0
კიევის დინამოს მცველს ოჩიგავას რატომ არ იძახებენ ან ფარცვანიას უკრაინაში თამაშობს იხვეწება ნაკრებში თამაშს რა ფედერაციამ მიხედოს უკრაინის დონე პატარა არაა ,ესენიი მაინც არ დავკარგოდ სანამ დროა .
rezervi
23:27 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული