"კრასნოდარის" მწვრთნელი: ჩანს, რომ ოქრიაშვილი ჯერ არაა სრულებით მზად

AutoSharing Option
"კრასნოდარის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ შალიმოვმა, გუნდის ქართველი ახალწვეულის თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შეაფასა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "კრასნოდარის" მაისურით პირველად 18 სექტემბერს გამართულ რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში, "როსტოვის" წინააღმდეგ ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, თორნიკე კი მოენდაზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა. ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას პენალტი და "კრასნოდარის" გამარჯვების გოლი მოჰყვა.

- ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის ოთხიდან ოთხი [VIDEO]

"როგორ შევაფასებ ოქრიაშვილის დებიუტს? აშკარად ჩანს, რომ ის არაა სრულებით მზად. ფორმაში ის თამაშითა და ვარჯიშით უნდა შევიდეს. მაგრამ მაინც, "როსტოვთან" შეხვედრაში
ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს.

მისი ძლიერი მხარეები? ყველაფერს თავად ნახავთ", - აქვეყნებს შალიმოვის ნათქვამს "სპორტ ექსპრესი".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ვერასოდეს ვერ გახდება წარმატებული ფეხბურტელი..მინდორზე ცოლის ყურებიტ უფრო მეტხანს კავდება ვიდრე ფეხბურტიტ
gagnidze akademia
11:01 20-09-2016
0
რუსეთის ჩემპიონატი ბევრი ევროპის ქვეყნის ჩემპიონატზე ძლიერია რატო არ გემეტება ერთი გამაგებინე აბა გენკი ჯობდა?? ან ლეგია ჯობია?? 6-0 ებს რო აგებს სახლში??
ბაბაია
21:46 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული