შოთა არველაძე: "ქაირათი" კარგი გუნდია, ბრწყინვალე მწვრთნელით

AutoSharing Option
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ვერცერთმა ქართულმა კლუბმა გააღწია, ჩვენი გულშემატკივრისთვის საინტერესო მატჩი მაინც გაიმართება - შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" კახა ცხადაძის გაწვრთნილ ალმათის "ქაირათს" დაუპირისპირდება.

ქართველი სპეციალისტების დუელი 14 და 21 ივლისს, შესაბამისად, ალმათისა და თელ-ავავში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "მაკაბიმ" გზიდან სლოვენიური "გორიცა" ჩამოიცილა (3:0, 1:0), "ქაიართმა" კი - ალბანური "ტუეტა" (1:0, 5:0).

ახლახან შოთამ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩვენთვის სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. "გორიცასთან" თამაშის დროსაც კი ისეთი გრძნობა
გვქონდა, თითქოს ზაფხულის შეკრების საწვრთნელ შეხვედრას ვატარებდით. ზოგიერთ სათამაშო ეპიზოდში კონცენტრაციის დაკარგვასაც მე სწორედ ამას მივაწერ.

ჩვენი მომდევნო მეტოქე "ქაირათია". კარგია გუნდია - ბრწყინვალე ფეხბურთელებითა და მწვრთნელით. მათი უპირატესობა კი ისაა, რომ ყაზახეთში გახურებული საფეხბურთო სეზონია და უკვე ოცი მატჩი აქვთ ჩატარებული", - თქვა არველაძემ.

საქართველოს ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირებაზე კომენტარი ცხადაძემ უმალ გააკეთა, როგორც კი მისმა გუნდმ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.

"მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ მხარში გვიდგანან. მადლობა ფეხბურთელებს, რომ არ გაგვაწბილეს. მაგრამ სიხარულის დრო არაა, უნდა დავივიწყოთ განვლილი მატჩი. სულ მალე, მეორე რაუნდში ურთულესი შეხვედრები გველოდება "მაკაბისთან", - თქვა ცხადაძემ "ტეუტას" ბარიერის წარმატებით დაძლევის შემდეგ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანამ ნაკრებში დანიშნავდნენ,მაგაზე გაცილებით ადრე ვტვლიდი რომ ცხადაძე საქარტველოში უნდა ჩამოეყვანათ
ალეკსანდრე
14:46 10-07-2016
0
არც მე ვიყავი მომხრე ცხადაძის ნაკრებიდან გაშვების, გუნდი თამაშობდა რაღაცას და იმედი მქონდა, ახალი მწვრთვნელის ხელში თავიდან ისეთი საზიზღარი ტამაშები ითამაშა ნაკრებმა რომ ესპანეთთან შიშით ვუყურებდი თამაშს, მაგრამ შედეგი დადო, გაუმართლა თუ არ გაუმართლა ეხლა აღარაა მაგაზე საუბარი, უბრალოდ ფაქტი ფაქტია, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჯერ მასეთი ძლიერი კლუბისათვის არ მოუგოია,მოდი ეს ვაღიაროთ მეტი არაფერი
Torpedo
13:52 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული