შოთა არველაძე: სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩემი ახალი გუნდის ვინაობასაც შეიტყობთ

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, დღეს ან ხვალ შოთა არველაძე ახალ კლუბს ჩაიბარებს. 43 წლის სპეციალისტი დაკონკრეტებას კვლავ ერიდება, თუმცა საქმე ისეა, რომ წერტილი ამ დღეებში დაისმება.

მანამდე კი შოთა "ლელოსთან" კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს:

"ბაქოში ვიყავი და "ნეფთჩის" ველაპარაკე, თელ-ავივის "მაკაბისთან" მოლაპარაკებებს კი ჩემი მენეჯერი ივან ბენეში აწარმოებს. შემოთავაზებები არის და ახლა ჩემს პასუხს ელოდებიან.

"მაკაბის" სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი, იოჰან კრუიფის შვილი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მასთან მუშაობს მარტინ რეინაც, რომელსაც შოტლანდიიდან ვიცნობ - "გლაზგო რეინჯერსის" სპორტული დირექტორი გახლდათ. ამ ნაცნობობამ
მათთან ურთიერთობა გამიადვილა.

შაბათ-კვირა დასვენების დღე იყო, ორშაბათიდან მუშაობა განახლდება, სამშაბათს ან ოთხშაბათს კი ჩემი ახალი გუნდის ვინაობასაც შეიტყობთ", - ამბობს შოთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შოთი, ისრაელში კვირა სამუშაო დღეა და თუ იქ მუშაობას აპირებ, დროა ესეც იცოდე. არც ის გამიკვირდება, "შაბათ-კვირა დასვენების დღე იყო" ჟურნალისტის ფანტაზია იყოს - უყვარს მაგას მასეთები. მაგ ტყუილით ხო უნდა გააპრავოს სხვამ რომ დაასწრო სიახლის გახმოვანება
nikata
16:10 30-05-2016
0
კონტრაქტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ გულშემატკივრის გადმოსახედიდან მაკაბის ვარიანტი უნდა სჯობდეს... მაინც ისრაელია, ფეხბურთელებიც უკეთესი ჰყავთ , ნაკრებიც მაღალი დონისაა და იქ წარმატება უფრო დაფასდება ვიდრე აზერებში
levan
15:54 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული