რუსულმა მედიამ ამ ტურში სწორედ ნუკრი გამოარჩია. "სპორტ-ექსპრესმა" ის რუსული პრემიერლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
"ნუკრი რევიშვილი (მორდოვია), 7 ბალი - ქართველი გოლკიპერის თამაშმა შაბათს სარანსკელებს სტუმრად ჩემპიონთან ქულა მოუპოვა", - წერს გამოცემა.
ამასთან, რევიშვილი ტურის MVP-ობის ნომინანტია ინტერნეტპორტალ championat.com-ის მიხედვით. ნომინანტები ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა შეარჩიეს, გამოკითხვაში კი სამი ლიდერობს, ერთ-ერთი სწორედ ნუკრი რევიშვილია.
მე-14 ტურის სიმბოლური (სპორტ-ექსპრესი)