ზაურ სვანაძე: უნდა მოვუმატოთ, "ატლეტიკთან" ძალიან გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 ივლისს გამართულ შეხვედრაში "ინტერმა" ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურთან" ფრედ (2:2) დაასრულა შეხვედრა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქედ ბილბაოს "ატლეტიკი" ეყოლება.


"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ველოდით, რომ გაგვიძნელდებოდა, მაგრამ არა ასე. უკმაყოფილო ვარ მეორე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით. მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ, ავნერვიულდით და გულშემატკივარიც ავანერვიულეთ.

უნდა მოვუმატოთ. "ატლეტიკთან" ძალიან გაგვიჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბიჭებს
მადლობას ვუხდი. ისინი გმირები არიან! მოგეხსენებათ, რა პირობებშია ამჟამად კლუბი. შეკრება და მომზადება დაგვიგვიანდა და შესაბამისად, მესამე ეტაპზე გასვლა დიდი წარმატებაა", - თქვა სვანაძემ, რომელმაც დასძინა, რომ "ჰაფნარფიორდურთან" პენალტების სერიაზე არც უფიქრია და შესაბამისად, გუნდი არც მომზადებულა.

"მეორე გაშვებული გოლის შემდეგ შუა ხაზის გაძლიერება გადავწყვიტეთ, რათა მეტად შეგვეტია. სწორედ შუა რგოლში ვაგებდით ორთაბრძოლას, მაგრამ მეტოქე ფეხბურთელის გაძევებამ ვითარება შეცვალა. აბას ჰუსეინოვი იმის გამო შევცვალე, რომ კუნთი გაეჭიმა და შეცვლა თავად ითხოვა", - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული