ლეგიონი: როლანდ გიგოლაევი გოლით დაგვენახა

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გუნდები ცალკე არკვევენ ურთიერთობას, მედლებისა და ჩემპიონობისთვის კი - პირველი 8 გუნდი იბრძვის.

პირველთა შორისაა როლანდ გიგოლაევის "რუხი". საქართველოს ნაკრების პოტენციური კანდიდატის კლუბმა გასვლაზე 2:0 მოუგო "პოდბესკიძიეს". შეხვედრის 61-ე წუთზე გიგოლაევმა ორ ბურთამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა, 90-ე წუთზე კი თანაგუნდელს დაუთმო ადგილი.

პოლონეთშივე, "ზავიშა" გასვლაზე დაუპირისპირდა "კრაკოვიას" და 1:3 დამარცხდა. ამ მატჩში არ უთამაშია სტუმართა ქართველ ფორვარდ გიორგი ალავერდაშვილს.

დანიის პირველ დივიზიონში "ორჰუსი" შინ დაუზავდა "კიოგეს" - 1:1. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში სრულად გაისარჯა
მათე ვაწაძე
. თადარიგში დარჩა დავით სხირტლაძე, ხოლო დავით დევდარიანი ჯერაც ტრავმირებულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული