ლუცკის "ვოლინის" მწვრთნელმა სანდრო კობახიძე გააკრიტიკა

AutoSharing Option
10 აპრილს უკრაინის პრემიერლიგის XIX ტურის მატჩში, რომელშიც ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" ლუცკის "ვოლინს" უმასპინძლა, სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მასპინძელთა რიგებში მოედანზე 70-ე წუთამდე დაჰყო ვაკო გვილიამ. სტუმართაგან თავიდან ბოლომდე ითამაშა სანდრო კობახიძემ, ხოლო 24-ე წუთიდან თამაშში თემურ ფარცვანია ჩაერთო.

ზაპოროჟიეში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "ვოლინი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა, "მეტალურგი" კი 19 ქულით მე-19-ეზე.

თამაშის შემდეგ თავისი ფეხბურთელებით აღშფოთებას ვერ მალავდა "ვოლინის" თავკაცი ვიტალი კვარციანი, რომელმაც სხვებთან ერთად თემურ ფარცვანია და სანდრო კობახიძეც გააკრიტიკა. ეს უკანასკნელი -
განსაკუთრებით.

- უკმაყოფილო ვარ. არასწორად ვთამაშობდით. მეტოქე არცთუ მასირებულად გვიტევდა, მაგრამ დაცვა შეცდომებს უშვებდა. არ ფიქრობდა ფარცვანია...

- კობახიძემ დღეს ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, უკვე ელაპარაკეთ მას?
- ჯერ ვერ მოვასწარი, არ შევხვედრივარ ფეხბურთელებს. რა ვუყოთ? ასეთია. პირველ ტაიმში არცთუ ურიგოდ ითამაშა, მეორეში კი უამრავი მომენტი გააფუჭა, გადაყვა მაიმუნობას. ეს არასერიოზული ფეხბურთია - ამავეს აკეთებდნენ ერიკი და ბაბატუნდეც. მუშაობდნენ, მაგრამ არასერიოზულად. კარგი ფეხბურთელი არასდროს მისცემს თავს, რომ შეტევა დარტყმით არ დაასრულოს, არ გაიტანოს...

- უნდა აღზარდოთ?
- ახლა აღზრდა გვიანია. ის უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა. კობახიძე ძალიან კარგი, გამოცდილი ფეხბურთელია, თამაშობს საქართველოს ნაკრებში... და როგორც ჩანს, იქაც ცოტას იტანს. მას წინ ვუშვებთ, რომ გაამწვავოს თამაში და დაასრულოს შეტევა, მაგრამ ბოლო მომენტში არ გამოსდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული