ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში შეკრებაზე მყოფი "სლოვანი" ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში "დინამოს" რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.

რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. "სლოვანმა" ყველა ინფორმაცია დამალა, ŠPORT.sk წერს, რომ შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და ბრატისლაველებს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებთან არ უნდა ეთამაშათ.

ჩეხური Sport-ის ცნობით, იმის გამო, რომ "სლოვანმა"
რუსულ გუნდთან ითამაშა, პრაღის "სლავიამ" ბრატისლაველებთან 4 თებერვალს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა.

კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა: "არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთთან დავაკავშირო. ეს ადამიანური ტრაგედიაა, რაც უნდა ხდებოდეს. მე რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია მათი მენტალიტეტი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერ ძალადობას ვგმობ, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა".

მკითხველის კომენტარები / 68 /
გაგნიძემ რაო ავიწყე კარიერა რუსეთშიო??!!!ღმერთო რა უპრინციპო და არაპატრიოტი სპორტსმენები გვყავს!!
ვახო
12:29 25-01-2024
3
რუსეთს ძაღლი მიაკვდეს. დამპალი მონღოლოიდური გენეტიკითაა გაჯერებული მაგათი გენი. ჩვენთვის ოკუპანტია და როცა იქნება, მაგათ კართანაც დაიჩოქებს სეპარატიზმის აქლემი. თან ისე დაიჩოქებს, რომ აღარც წამოდგება.
მე ჩვენი ხალხის მიკვირს. საქართველოს არ დაესხა რუსეთი თავს, ასეთი მკვეთრი რეაქციები რომ არ გვქონდა რუსეთის მიმართ 2008 წლის მერე?
თუ უკრაინა უფრო მეტად გვტკივა? თუ მაინცდამაინც სხვამ უნდა მიგვითითოს (დასავლეთმა), თუ როდის და როდიდან უნდა გვძულდეს რუსეთი?
სანამ საკუთარის პატივისცემას არ ვისწავლით, ხან ჩრდილოეთის ჭკუაზე ვივლით, ხან აღმოსავლეთის და ხან დასავლეთის.
გოგია
00:50 25-01-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული