კახა ცხადაძემ აზერბაიჯანულ კარიერაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრემიერლიგის პროფესიული ლიგის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ბაქოს "ინტერის" 3:1 გამარჯვება დერბიში "ნეფთჩისთან" საიუბილეო იყო "ინტერის" თავკაც კახა ცხადაძისთვის: ეს მისი მე-100 ოფიციალური გამარჯვებაა აზერბაიჯანში.

ქართველი სპეციალისტი "სტანდარდსა" და "ინტერში" ჯამში 210-ჯერ თავკაცობდა გუნდს, რომელთაგანაც "ნეფთჩის" დამარცხება მე-100 გამარჯვება აღმოჩნდა.

89 გამარჯვება ცხადაძემ "ინტერში" მოიპოვა, 11 კი - "სტანდარდში". 89 გამარჯვებიდან 68 პრემიერლიგაზე მოდის, 11 - აზერბაიჯანის თასზე, 5 - თანამეგობრობის თასზე, 5 - ევროთასებზე.

ცხადაძემ აზერბაიჯანში პირველი გამარჯვება 2008 წლის მარტში მოიპოვა, როცა მისმა "სტანდარდმა" 1:0 დაამარცხა "ბაქი".

ასევე
იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილისა და ლადო დვალიშვილის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული