27 წლის ქართველი მცველის გუნდი 32 ქულით პირველ ადგილზეა და ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას "ალანიას" ქულით უსწრებს.
1-ელ ოქტომბერს "მორდოვია" "სალიუტს" შეხვდა და 1:0 მოუგო.
"მორდოვია" პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის ემზადება, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან გუნდმა შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი. ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ყოველ მატჩში უმატებს.
ქ
შეგახსენებთ, რომ I დივიზიონის ოფიციალური საიტი ყოველი ტურის შემდეგ ოთხ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს პოზიციების მიხედვით. მე-16 ტურში საუკეთესოები, ხუბუტიას გარდა, იყვნენ:
მეკარე - ალექსანდრ ფილიმონოვი (არსენალი); ნახევარმცველი - იგორ გორბატენკო (შინიკი) და ფორვარდი - ალექსანდრ კუტინი (არსენალი).
7 ოქტომბერს ხუბუტიას გუნდი "როტორს" ესტუმრება.
ასევე იხილეთ:
რუსეთის I დივიზიონის "ქართულ დერბიში" ერთი გოლი გავიდა