კლუბის ყოფილი მწვრთნელი ფიოდორ შჩერბაჩენკო "ჩემპიონატთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გერმანელი ლოთარ მათეუსია:
"დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ მათეუსი კანდიდატთა შორისაა. კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა გერმანელს, თუმცა როგორ დასრულდა მოლაპარაკება, არ ვიცი", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ "მორდოვია" რუსული პრემიერლიგიდან გავარდა და ახლა I დივიზიონში ასპარეზობს.
ლოთარ მათეუსი ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა 2011-ში მოხსნეს.