თემურ ფარცვანია: Sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს უკრაინულ გამოცემებში აჟიოტაჟი მოყვა

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველმა მცველმა თემურ ფარცვანიამ სოციალური ქსელის მეშვეობით უკრაინელი მედიის მისამართით განცხადება გაავრცელა. 3 თებერვალს Sportall.ge-ზე ფარცვანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ისაუბრა.

- თემურ ფარცვანია: საქართველოს მოქალაქეობას ვიღებ, დანარჩენი კი ვაისმა გადაწყვიტოს

როგორც ფარცვანია განცხადებაში ამბობს, ამ ინტერვიუმ უკრაინულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთმა გამოცემამ კი, როგორც ჩანს, მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტებო. პატარა განცხადება მინდა გავაკეთო იმ აჟიოტაჟზე, რაც ქართული სპორტული გამოცემა sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს მოყვა უკრაინულ გამოცემებში.

საუბარი ეხება
საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა არაერთხელ ისაუბრა, რომ ჩვენ, ვინც საქართველოში დავიბადეთ, მაგრამ შემდეგ, რიგი მიზეზების გამო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ვთქვით და სხვა ქვეყნის სახელით ვთამაშობთ, გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ჩვენ უნდა მივიღოთ.

მე ინტერვიუში ვთქვი, რომ სრულად გაცნობიერებული მაქვს ჩემი გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის დათმობაზე და ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ეს ამას ნიშნავს. მე საქართველოში დავიბადე, ქართველი ვარ, ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ, ჩემი ოჯახი იქაა და ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მეც სამშობლოში დავბრუნდები.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინა ჩემთვის მეორე სამშობლოა. ფაქტიურად უკრაინაში ჩამოვყალიბდი, გავიზარდე, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი. მიყვარს უკრაინა, მიმღერია მის ჰიმნზე და არასდროს ჩემი სამშობლოსი, იმ ქვეყნის, სადაც დავიბადე და სადაც ჩემი ოჯახია.

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს. როდესაც შენი ქვეყნიდან ამხელა ყურადღებას გრძნობ, ხალხისგან, გულშემატკივრისგან, მედიისგან, მწვრთნელისგან და ა.შ, ვალდებული ვიყავი სათანადოდ დამეფასებინა ეს სიყვარული, ყურადღება და პატივისცემა. ჩემს ადგილზე ნებისმიერი თქვენგანი ასე მოიქცეოდა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ მე ქართველი ვარ, ეს არაერთხელ მითქვამს და მე ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება მინდა.

გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, სამწუხაროდ, უკრაინას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. ინტერპრეტირება, რომ მოქალაქეობის დათმობა პრობლემა არ არის, ცუდად გააკეთეს. მე ეს გავაცნობიერე, ვიფიქრე და გადავწყვიტე. გთხოვთ, თემით სპეკულაცია არ წამოიწყოთ. ეს საჭირო არ არის.
უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა! მაგრამ მე ქართველი ვარ!", - წერს ფარცვანია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღე,დამიჯერეთ უკრაინელებიც სწორად გაგიგებენ,მათშიც სისხლ-ხორცშია გამჯდარი სამშობლოს სიყვარული...წარმატებებს გისურვებ.
rezo (pancho)
20:53 05-02-2017
0
ნეტა მეც ესე ვფიქრობდე :(
დინამო
15:07 05-02-2017
0

სიახლეები პოპულარული