ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თსუ უეფას თასისთვის ემზადება

AutoSharing Option
ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის (თსუ) გამარჯვებით დასრულდა. 16-21 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა ფუტსალის თასის გათამაშებაში წინასწარი რაუნდიდან ჩაერთვება.

ქართველები ფინეთის ქალაქ ილივიესკაში,  სასტუმრო "კაენპესაში" დაბინავდებიან. F ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან ფინეთის "სიევი", მალტის "ვალეტა" და შოტლანდიური "უოტსელი".

სხვათა შორის, წლეულს უეფამ მონაწილე გუნდების რიცხვი 52-მდე გაზარდა. მიმდინარე გათამაშებაში სან-მარინოსა და კოსოვოს გუნდები პირველად ითამაშებენ.

წინასწარი რაუნდიდან შემდგომ ეტაპზე მხოლოდ 8 გამარჯვებული ითამაშებს. წარმატების შემთხვევაში, თსუ-ს მეტოქეები ძირითადი რაუნდის მე-2 ჯგუფში აზერბაიჯანული "არაზი",
მაკედონიური "ჟელეზარეცი" და H ჯგუფის გამარჯვებული იქნება.

ამ ჯგუფში წილისყრამ მოახვედრა ინგლისური "ოქსფორდ ლაიონსი", ანდორის "ენკამპი", ისრაელის აკა და კოსოვოს "ფენიქსი". ანუ თეორიულად შესაძლებელია, რომ ქართულ გუნდს კოსოვოს წარმომადგენელი წელსვე შეხვდეს, რაც არც ისე სასიამოვნო ამბავია.

თსუ ტურნირისთვის ხორვატიაში ემზადება და იქვე, ევროუნივერსიადაში მონაწილეობს. ბესიკ არველაძის შეგირდებმა ზაგრებში, სტუდენტურ თამაშებზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს და ჩეხებს, ოსტრავის უნივერსიტეტის სტუდენტებს 6:1 სძლიეს, მეორე ტურში კი პორტუგალიის მინოს უნივერსიტეტთან დაძაბული ბრძოლა 2:3 დათმეს, ხოლო გუშინ ხორვატიის ჩრდილოუნივერსიტეტის გუნდი 15:3 გაანადგურეს.

თსუ-მ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ზეგ მერვედფინალში იასპარეზებს. მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იბერია აღარ უნდოდა დაფინანსება საკუთარი თავის
zzz-s
14:34 21-07-2016
0
ის იბერია იმ ოთხთა ფინალზე თითქმის უკვე დაშლილი იყო. ძალიან კაი გუნდი იყო მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა თავისი ქნა და ფეხბურთელები წავიდნენ.
zzz-s
08:05 21-07-2016
0

სიახლეები პოპულარული