ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები არ თამაშობს და წინ მიდის

AutoSharing Option
22 დეკემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წინა თვის რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამჟამად "ჯვაროსნები" 281 ქულით 118-ე ადგილზეა.

ჩვენს ეროვნულ გუნდს დეკემბერში არ უთამაშია, თუმცა, ამის მიუხედავად, მცირედით დაწინაურება მაინც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ნაკრები დუბაიში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე კი რეიტინგში ბევრად ჩვენზე წინ არის. უზბეკეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 62-ე ადგილზეა.

რეიტინგის პირველ ოცეულში ცვლილება არ მომხდარა.

პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორეზე - ბრაზილია, მესამე პოზიცია გერმანიას უკავია. ჩილე და ბელგია,
შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილებზე იმყოფებიან. ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მერვეზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
))kaomentarebze magarad gavertee.
halagaji
11:44 23-12-2016
0
შეუდგა არგენტინას წყალი ცოტაც და ეგ არი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული