საქართველო-მოლდოვის მატჩის მსაჯთა ბრიგადის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
12 ნოემბერს "დინამო არენაზე" 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩი გაიმართება, საქართველოს ნაკრები მოლდოვას მასპინძლობს (მატჩი 21:00 საათზე დაიწყება).

ამ მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის გიორგი კაბაკოვის ხელმძღვანელობით. მას მარტინ მარგარიტოვი და მარტინ ვენევი დაეხმარებიან.

25 საერთაშორისო მატჩში კაბაკოვმა 136 ყვითელი და 6 წითელი ბარათი დაარიგა. მან 6 პენალტი დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული