ვლადიმერ გუცაევი: სჯობდა, ნაკრებს სამი ცენტრალური მცველით ეთამაშა

AutoSharing Option
საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა თბილისური მატჩის შეფასება თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ გარემარბს, ვლადიმერ გუცაევს ვთხოვეთ. როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც საინტერესოდ ისაუბრა...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- პირველ რიგში, თქვენს ზოგად შთაბეჭდილებებზე გვითხარით...
- პირველ ტაიმში ავსტრიის ნაკრებმა ულაპარაკოდ გვაჯობა. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა იმავე პირველ ტაიმში მომენტები ჩვენც გვქონდა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა იპოვა თავისი თამაში და მატჩი კინაღამ გადავარჩინეთ. ალბათ, ასეც იქნებოდა, საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოგვეყენებინა...

ერთი
აზრი მაქვს და აუცილებლად უნდა ვთქვა - მე ვფიქრობ, ავსტრიასთან შეხვედრაში ვლადიმირ ვაისს უნდა ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით. გურამ კაშია უნდა ყოფილიყო დაცვაში და არა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. კი, მეორე ტაიმში გამოცოცხლდა თამაში. ოქრიაშვილმაც გაამწვავა, ცენტრფორვარდი სხირტლაძეც ნორმალურად ჩაერთო თამაშში და ცალკეულ ეპიზოდებში მანაც მოახერხა სიტუაციის გამწვავება, ჯანომაც მეტი აიღო საკუთარ თავზე...

ისევ სამი მცველის თემას დავუბრუნდები. ეს ჩემი აზრია, ისე კი მწვრთნელმა უკეთ იცის, რა და როგორ გააკეთოს. ის გუნდის შიდა სამზარეულოს უკეთ იცნობს. უბრალოდ, ორი გოლი გავუშვით ცენტრალური მცველების ზონიდან და ეს გარემოება აუცილებლად გასათვალისწინებელია.

- ვაისმა ზედმეტი სიფრთხილე ხომ არ გამოიჩინა სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას?
- ასეც შეიძლება თამაში და ისეც. მე მაინც 3 ცენტრალური მცველის ფაქტორი მგონია გადამწყვეტი. კარგი იქნებოდა მეტი კრეატივიც შუა ხაზში. დაუშვილი მარტო შლის მეტოქის შეტევებს, კაშიაც მცველია ამპლუით. ამ დროს უფრო კარგად უნდა გამოგვეყენებინა ფლანგის მცველები. ამის საშუალებას მოგვცემდა სამი ცენტრალური მცველი. ასეთ ტაქტიკაში ძალიან კარგად გრძნობს თავს გიორგი ნავალოვსკი...

- რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით ჩვენი გუნდიდან?
- ინდივიდუალურად რომელიმემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. ჩემი აზრით, ჯანო ანანიძეს შეეძლო, უფრო უკეთაც ეთამაშა. საბა კვირკველია, ერთი შეხედვით, ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ორი გოლი გავიდა ცენტრალური მცველების ზონიდან და ეს სათვალავშია ჩასაგდები. უჩა ლობჟანიძემაც მოინდომა, კარგად ითამაშა მთლიანობაში. ვაკო ყაზაიშვილიც მომეწონა, კარგად ეჭირა ბურთი, გამწვავებას ცდილობდა... ოქრიაშვილზე ვთქვი, აი, დვალიშვილმა კი თითქმის ვერაფერი გვიჩვენა. ცენტრფორვარდი უფრო მწვავე უნდა იყოს საჯარიმოში...

- რა მოგეწონათ ვაისის მოქმედებებში?
- აშკარად ეტყობა, რომ ჩამოყალიბებული მწვრთნელია. გავითვალისწინოთ, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური მატჩი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან კარგად გადააწყო თამაში, შეცვლებმაც შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში აშკარა უპირატესობას ფლობდა.

- შეცვლები ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, ვაისმა ცვლილებები ხომ არ დააგვიანა?
- რადგან პირველი ტაიმის მერე 0:2-ს ვაგებდით, ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაკეთებულიყო ცვლილებები. როგორც აღმოჩნდა, ამ ცვლილებებმა გაამართლა. ახალი ცენტრფორვარდი შედარებით ადრე უნდა ჩართულიყო თამაშში, ოქრიაშვილიც...

ახლა ამაზე ლაპარაკი შედარებით იოლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის ვაისი კარგი მწვრთნელია. ჯერ ერთი, მის ისტორიას თუ ავიღებთ, სლოვაკეთის ნაკრებთან კარგად აქვს ნამუშევარი. სლოვაკები პირველად მან გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ავსტრიასთანაც გამოჩნდა, რომ თამაშში ჩარევა შეუძლია...

- ავსტრიის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ძლიერი გუნდია, მომეწონა. განსაკუთრებით სამი ფეხბურთელი უნდა გამოვყო - ალაბა, არნაუტოვიჩი და კაპიტანი ბაუმგარტლინგერი. ყველას გვახსოვს, რა კარგად ითამაშა ავსტრიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მიმაჩნია, რომ მათ ცუდად არც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ. უბრალოდ, საფრანგეთში ნაკლებად გაუმართლათ. ამ გუნდს აშკარად აქვს დიდი პოტენციალი. ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. კარგად აქვთ ნამუშევარი "სტანდარტებსა" და კონტრშეტევებზე.

ჩემი აზრით, ამ ფორმაციის ავსტრიის ნაკრებს თამამად შეუძლია, შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. ამის პოტენციალი მარსელ კოლერის გუნდს აშკარად აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
კაშიას ალტერნატივა ნამდვილად იყო. კვეკვესკირი ძალიან კარგ ფორმაშია. კაშია დაცვაში სჯობდა ამისულაშვილის ნაცვლად.
ქართველი
05:22 11-09-2016
0
მერამდენედ მოგმართავთ!!! თქვენ კონკრეტული თამაშის პერიპეტიებზე საუბრობთ პრობლემა კი გლობალურია.
ეს თამაში ამ წესებით ამ ზომის მოედნით მძლეოსნობად იქცა. ყველა
წესი შესაცვლელია განსაკუთრებით
ფეხბურთელთა შეცვლის, ყველაზე დიდი სისულელე ყვითელი და წითელი
ბარათის, უაზრო თამაშგარეს წესი და
ადამიანებით ვაჭრობა. ამ სახით ეს თა
მაში უკვე არ ვითარდება, სტრესია მაყურებლებისათვის და უარესი მოთამაშეებისათვის.
"ბურთაობას" ავტორი
23:52 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული