მ/ჩ 2018. შესარჩევი. D ჯგუფი. I ტურის წინ: სერბეთი ირლანდიას მასპინძლობს, უელსი - მოლდოვას

AutoSharing Option
საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა დარად, საქმეში D ჯგუფის სხვა გუნდებიც ერთვებიან. რა თქმა უნდა, მეტოქეთა გარჯას თვალს დიდი ყურადღებით მივადევნებთ.

- საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!

განახლებული სერბეთი, სლავოლიუბ მუსლინის ხელმძღვანელობით,  მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ ირლანდიას მასპინძლობს. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ფავორიტი სერბეთია, მაგრამ უტეხ "აირიშებს" არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ისინი ფავორიტებს არ უფრთხიან.

თუ მუსლინმა ნაკრებში არსებული "ქვედა დინებების" მოსპობა შეძლო, სერბეთს მართლაც ბევრი რამ შეუძლია. ირლანდიის ნაკრებს კი დაეთხოვა ლეგენდა რობი კინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააცილეს.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა
აღმოჩენამ, უელსმა კი ერთ-ერთი ლიდერის, აარონ რემზის არყოფნაშიც უნდა დაამარცხოს მოლდოვა.

სხვათა შორის, უელსი და მოლდოვა ბოლოს რომ შეხვდნენ ერთმანეთს შესარჩევ ჯგუფში, მაშინაც საქართველოსთან ერთად იყვნენ. ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი კამპანია - ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. მოლდოვამ მაშინ უელსს შინ 3:2 მოუგო, კარდიფში კი მასპინძელმა გაიმარჯვა - 1:0.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. D ჯგუფი
საქართველო-ავსტრია 20:00
სერბეთი-მოლდოვა 22:45
უელსი-მოლდოვა 22:45

უელსი
მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ოვეინ უილიამსი (ინვერნესი, შოტლანდია), დენი უორდი (ჰადერსფილდი, ინგლისი);

მცველები:
კრის განტერი (რედინგი, ინგლისი), ეშლი უილიამსი (ევერტონი, ინგლისი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ნილ ტეილორი (სუონსი), ბენ დევისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჯეზ რიჩარდსი (კარდიფი), პოლ დამეტი (ნიუკასლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ჯო ლედლი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ჯო ალენი (სტოკი, ინგლისი), ენდი კინგი (ლესტერი, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (ვულვზი, ინგლისი), დევიდ კოტერილი (ბირმინგემი, ინგლისი), ემირ ჰავსი (კარდიფი);

თავდამსხმელები:
გარეთ ბეილი (რეალი, ესპანეთი), სემ ვოუკსი (ბარნლი, ინგლისი), სიმონ ჩარჩი (როდა, ჰოლანდია), ჰალ რობსონ-კანუ (უკლუბოდ), ჯორჯ უილიამსი (მილტონი, ინგლისი), ტომ ლოურენსი (ლესტერი, ინგლისი).

მოლდოვა
მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ილიე ჩებანუ (მორდოვია, რუსეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი);

მცველები:
ალექსანდრ ეპურეანუ (ბაშაქშეჰირი, თურქეთი), ვიქტორ გოლოვატენკო (ზარია ბელცი), იგორ არმაში (ყუბანი, რუსეთი), ვიტალი ბორდიანი (შერიფი), პეტრუ რაკუ (მილსამი), იონ იარდანი (ზიმბრუ), ადრიან კაშკავალი (ლუჩ ენერგია, რუსეთი);

ნახევარმცველები: ალექსანდრუ გაცკანი (როსტოვი, რუსეთი), ეუგენიუ ჩებოტარუ (სიბირი, რუსეთი), ალექსანდრუ დედოვი (მილსამი), არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), ანდრეი კოჟოკარი (მილსამი), ვლადისლავ ივანოვი (შერიფი), მაქსიმ მიხაილოვი (ზარია ბელცი), ეუგენ კოჩიუცი (დაჩია);

თავდამსხმელები:
იგორ ბუგაიოვი (ზარია ბელცი), ეუგენ სიდორენკო (მილსამი), იგორ პიკუშჩეაკი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი).

სერბეთი
მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი), მარკო დმიტროვიჩი (ალკორკონი, ესპანეთი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);

მცველები:
ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), მატია ნასტასიჩი (შალკე, გერმანია), სლობოდან რაიკოვიჩი (პალერმო, იტალია), დუშკო ტოდიჩი (ბეშიქთაში, თურქეთი), ალეკსანდრ იგნიოვსკი (ფრაიბურგი, გერმანია), სტეფან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ფილიპ მლადენოვიჩი (კიოლნი, გერმანია), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი);

ნახევარმცველები: ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, , ინგლისი), ლიუბომირ ფეისა (ბენფიკა, პორტუგალია), ლაზარ მარკოვიჩი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა მილოევიჩი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნემანია გუდელი (აიაქსი, ჰოლანდია), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა, პორტუგალია), მარკო გრუიჩი (ლივერპული, ინგლისი), ნემანია მაკსიმოვიჩი (ასტანა, ყაზახეთი), ალეკსანდრ კატაი (სელტა, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ნიკოლა სტოიკოვიჩი (ბრაგა, პორტუგალია), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი, დანია).

ირლანდია
მეკარეები: დევიდ ფორდი (პორტსმუთი, ინგლისი), კარენ ვესტვუდი (შეფილდ უენსდეი, ინგლისი), დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი);

მცველები: ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), სტეფან უარდი (ბარნლი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), მარკ უილსონი (ბორნმუთი, ინგლისი), კლარენ კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), საირუს კრისტი (დერბი, ინგლისი);

ნახევარმცველები:
ეიდენ მაკგიდი (ევერტონი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიკი (დერბი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), სტეფან ქუინი (რედინგი, ინგლისი), ენან ოკინი (ბორნმუთი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), ჰარი ოდოვა (ბრისტოლი, ინგლისი);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი, ინგლისი), დერილ მერფი (ნიუკასლი, ინგლისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული