კახა ცხადაძე, გია გეგუჩაძე თუ... ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი სპარინგები დაუგეგმეს, მათ შორის, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან. საქართველოს ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი სპონსორი, მაგრამ გუნდს არ ჰყავს მწვრთნელი. უფრო ზუსტად, თან ჰყავს და თან არა. დრო კი არ იცდის.

ფეხბურთის ფედერაციამ ლამის ყველა ფრონტზე უკვე შემოგვთავაზა სიახლე - წარადგინა საფეხბურთო პროგრამა; დასახა ჩემპიონატის ახალი ფორმატი, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი სანაკრებო თემას, რომელიც იანვრიდან მოყოლებული, უცნაურად ვითარდება.

იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა, რომელიც უკვე მიუღებელი ფიგურაა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისთვის. ცხადაძე აღარ გაწვრთნის გუნდს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ გასაწყვეტია. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე არ შედგა, ყოველ შემთხვევაში, წარმატებული.

არადა, 29 მარტს თბილისში ჩვენი ეროვნული გუნდი წლის პირველ ტესტ-მატჩს თამაშობს - მეტოქე ყაზახეთია. ჩვენ არ ვიცით, ვინ გაიყვანს გუნდს ამხანაგურ მატჩში, რომლის გამართვამდეც 4 კვირაც არ რჩება.

მეტიც, არის ერთი დეტალი, რომელიც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ფიფას წესებით, ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება კლუბში თამაშამდე ორი კვირით ადრე უნდა მივიდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი კლუბი ვალდებულია, ფეხბურთელი ნაკრებში გაუშვას. დაგვიანების შემთხვევაში კი, ეს (ფეხბურთელის გაშვება ნაკრებში) უკვე ამა თუ იმ კლუბის კეთილი ნებაა.

ბუნებრივია, ეს წესი ქართულ კლუბებს არ ეხება, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრების ბირთვს ლეგიონერები ქმნიან.

მოასწრებს ფედერაციის ხელმძღვანელობა 15 მარტამდე ცხადაძის ოფიციალურ გაშვებასაც და ახალი მწვრთნელის დანიშვნასაც? შეძლებს ახალი თავკაცი სიტუაციაში მალევე გარკვევას და საჭირო კონტინგენტის გამოძახებას?

არადა, რა მიმართულებით მიდის მწვრთნელის ძიების პროცესი, ასეთი ამბებიც კი არ გამოდის კულუარებიდან. ჭორის დონეზე ითქვა, რომ ახალი თავკაცი შესაძლოა, ესპანელი იყოს. ეს არის და ეს.

ბევრი რამ კი ისევ იმაზე გვაფიქრებს, რაზეც "ცხადაძის სკანდალის" დროს უკვე იყო ლაპარაკი - ნაკრების მწვრთნელს იმიტომ არ ეძებენ, რომ ნაკრებს მწვრთნელი... უკვე ჰყავს!

ყველას ახსოვს, რა განცხადებები გააკეთა იურაი იარაბეკმა ჩეხურ მედიასთან ჯერ კიდევ ცხადაძესა და ფედერაციას შორის კონფლიქტურ სიტუაციამდე - "დინამოში" მივდივარ, რადგან ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადადისო.

მართლაც ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავთ, გამოცდილი და აღიარებული სპეციალისტის ქვეყნის მთავარი გრანდიდან ახალგაზრდულ გუნდში გადასვლაში. ამიტომაც, ბევრი ამბობს, რომ გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 23 მარტს სან მარინოსთან გაიყვანს და...

ამ ვარაუდს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შტაბში ის ხალხი არ მიიყვანა, ვისაც ძირითადად ეყრდნობა ხოლმე, რაც ფრიად გასაკვირი იქნებოდა სხვა სიტუაციაში.
აცალეთ კობის!

რაც შეეხება დანიშვნებს, ცხადაძე ძმაკაცობით არ მოვიდა ნაკრებში?! იმ სამარცხვინო ფედერაციას დომენტით და არველაძით ყველა ჯობია.
kanti
12:26 05-03-2016
0
იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა..

რა იურიდიულად?:))

რა გჭირთ, რედაქტორი გყავთ საერთოდ?
giji
12:15 05-03-2016
0
ისე ხალხო რაღაც კომენტარი დავტოვე ნახევარი საათის წინ და ალბათ არ მოეწონათ

სხვათაშორის არც უხამსობას შეიცავდა, არც ძალადობას, არც სიძულვილს, არც კომერციას, არც რეკლამას.

ალბათ სიმართლის თქმა არ შეიძლებაო :)
hjhgh
11:51 05-03-2016
0
მეგობრებო, რაზე ნერვიულობთ ან რატომ ლანძღავთ ერთმანეთს? ან ეს პატიოსანი კობი რა შუაშია? მოდი გავიხსენოთ ვინ წარადგინა კობი? ვინ დაუნიშნეს კობის მოადგილედ (ჯღარკავა ნეტა ვისი კაცია?) ვისთან ერთად დადის შეხვედრებზე? ვისთან ერთად იღებს სელფებს, და ამ ყველაფრის შემდგომ ქვეყნის ჩემპიონი გორის დილა გახდა რომლის მწვრთნელი 25 წლის ბიჭი იყო, საუკეთესო მწვრთნელი მაინც ვინ გახდა? გეგუჩა და ვის უნდოდა ეს? რა თქმა უნდა ფიფიას! მაშინ როცა არავინ არაფერი იცოდა და ვინ მოძებნა ახალი მწვრთნელი საკუთარი გუნდისთვის? ფიფიამ! (რატომ ხომ საუკეთესო მწვრთელი გახდა გეგუჩა?! თუმცა საქართველოს ნაკრებს ხომ "საუკეთესო" მწვრთნელი უნდა) თუ იმასაც გავიხსენებთ საპოვნელასთან 97 წუთზე დანიშნულ პენალტს ალბათ საათი გაუჩერდა მსაჯს, კიდევ ლოკომოტივთან არ არსებულ პენალტს და ამ ყველაფრის მერე დინამოს ყოფილი დირექტორის მიერ (ეხლა კობის მოადგილის) წარდგენილ განვითარების გეგმას როდესაც ყველაზე მეტი ჩემპიონს ხვდება (ეს ასეც უნდა იყოს) გამოდის რომ დღეს ფეხბურთს ვინ მართავს? მოდი ეხლა და ყველამ ვკითხოთ ფიფიას ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გეგუჩა თუ სხვა ყავს მოძებნილი. და ერთი მინდა კიდევ როგორი კატეგორიოულიც მწვრთნელის გაშვების დროს იყო კობი სულ მასე კატეგორიული იყოს იმ მსაჯების მიმართაც რომლებიც დინამოს აგებინებენ. უი სულ დამავიწყდა მერე ფიფია?...
hjhgh
11:29 05-03-2016
0
არსად არ გაუშვებენ ცხადაძეს. ვერ გადაუხდიან შესაბამის ჯარიმას და იმიტომ ... მართვის თვალსაზრისით კი სერიოზული პრობლემები აქვს ფედერაციის ამ შემადგენლობას ...
ივანე
11:16 05-03-2016
0
...საერთოდ აჯობებდა,რომ თავიდანვე მოენახათ კომპრომისი და კიდევ უკეთესი იქნებოდა,როცა ინიშნებოდა ცხადაძე,შეთანხმებულიყო ხელფასი...ეგ იქნებოდა ევროპელობა და არ,,ჩვენებურად,,ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომა და დაყოფა...რა შორს ვართ,,...ჩემი მეგობარია,მაგრამ სიმართლე...,,.დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება –უნდა იპოვოს გერმანიაში მომავალი,,კლოპი,,ახალგაზრდა მწვრთნელებში..ან ესპანეთში ,,მომავალი გუარდიოლა,,...ახალგაზრდა ევროპელი მწვრთნელების განათლება,მათი ცოდნა თანამედროვე მეთოდიკის უნდა გამოვიყენოთ ბავშვთა ფეხბურთში,ასაკობრივებში,ახალგაზრდულში...ეს იქნებოდა ნაბიჯი არამარტო ძირითადი ეროვნული ნაკრებისთვის,არამედ მომავალშიც...
Zaza
00:43 05-03-2016
0
ცხადაძის გაშვება არის დიდი შეცდომა, რასვიზამთ ასე ჩათვალეს სფფ-ს ბოსებმა საჭიროდ, კიბტონო ვინც გინდა დანიშნე თუუნდა თვითონ გაწვრთნას ნაკრები, ჩვენ ვითხოვთ შედეგს, ცხადაძე მშვენივრად მიყვებოდა საქმეს მაგრამ... ნუ ყველაზე მთავარ რაც არის არუნდა დანიშნონ უცხოელი მწვრთნელი! რაც შეეხება გეგუჩაძის კანდიდატურას, ცხადაძის გაშვების სემთხვევაში გიაზე უკეთესი კანდიდატი არც არის. აგერ ბურთი და აგერ მოედანი... იმედს ვიტოვებს ნაკრები წარმატებით გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კობის ცუდად მოუბრუნდება თავისი გადაწყვეტილება!
0
2 კვირა კი არა უკვე 6 თვეა,რაც კობი პრეზიდენტია! ეგრე თუ გააგრძელა ნაკრებთან ენის გამონახვა მაშინ მომავალ ცელს მესამე ასეულში მოვხვდებით...
lashas
22:04 04-03-2016
0
პატივცემულო ზაზა, უნამუსოდ მე პირადად თქვენი ყალბი სენტეციები მიმაჩნია.
პანტელეიმონი
21:14 04-03-2016
0
გეგუჩაძე არის იდეალური ვარიანტი. თავიდანვე ჯობდა გეგუჩას დანიშვნა.
georgian
20:46 04-03-2016
0
ერთხელ და სამუდამოდ ავუღოთ ალღო ქართველებმა დასავლურ კულტურას და დემოკრატიულ ცხოვრების წესს. ხო გვაქვს პრეტენზია ევროპელები ვართო. დასავლური კულტურა და დემოკრატიული ხედვა კი პირველ რიგში გულისხმობს პატივი სცე იმ ხელისუფლებას რომელიც აირჩიე გარკვეული დროით, აცალო მას მუშაობა და როცა გაუვა ვადა ახალ არჩევნებზე აირჩიო სხვა ხელისუფლება თუ ძველმა არ დააკმაყოფილა შენი მოლოდინები. კობიაშვილი ეხლახანს მოვიდა საფეხბურთო ხელისუფლებაში და მგონი უნდა აცალონ მას მუშაობა და პასუხი არ მოთხოვო დანიშვნიდან 2 კვირაში
lashamax
20:36 04-03-2016
0
კობი რა კაცია?!

ლევან კობიაშვილი თანამედროვეობის ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია. თუ იტალიაში საქართველო კალაძის, თურქეთში არველაძეების, ინგლისში ქინიქლაძის სახელთან ასოცირდება, გერმანიაში ჩვენი ქვეყნის ნამდვილი საფეხბურთო ელჩი სწორედ კობი იყო.

ქართველმა პატარა მაგრამ ამბიციურ "ფრაიბურგს" სამაგალითოდ უერთგულა და გუნდი მაშინაც არ მიატოვა, როდესაც ის მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. მაშინ კი როცა კლუბისა და მისი ლიდერის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა ლევანმა ჯერ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდს შალკე 04-ს მიაშურა, კარიერა კი გამორჩეული ტრადიციების, დედაქალაქურ ჰერტაში დაასრულა.

დღესაც არაერთი ქართველი აგორებს ბურთს გერმანიაში და მომავალშიც გააგორებს სწორედ ასეთი "საფეხბურთო ელჩების" ხათრიათა და დამსახურებით.

არანაკლები კვალი დატოვა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც რეკორდული 100 მატჩიდან არაერთი დასამახსოვრებელი წუთი გვაჩუქა. მხოლოდ ხორვატებთან, მისი ბოლო წუთზე თბილისური გასროლა რად ღირს...

ახლა კი დღევანდელობაზე. დღეს კობის საფეხბურთო კარიერა წარსულის საკუთრებაა, თუმცა აწმყო არანაკლები გამოწვევებითაა აღსავსე. ის ახლა ქართული ფეხბურთის პირველკაცია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ფეხბურთის წინაშე ვიდრე ოდესმე.

კობიაშვილი ისე აგრძელებს მუღვაწეობას სფფ-ს პრეზიდენტის რანგში როგორც დაიწყო ეს პრეზიდენტობა - დაჭერებით, შანტაჟით, პოლიციის, სპეც. სამსახურების, მთავრობის და მთავრობის მიერ საგანგებოდ ჩამოყვანილი ცნობილი "საფეხბურთო მაფიოზების" ზურგს უკან ამოფარებულს აცნობეს რომ მიუხედავად ხმების არასაკმარისი ოდენობისა მან გაიმარჯვა!

ბევრი იტირა თუ ცოტა, კობიც შეუდგა საქმიანობას და ეროვნულ ნაკრებს მიადგა. უფრო სწორად მის მთავარ მწვრთნელს. კიდევ უფრო სწორად მის წარმატებულ (ფეხბურთშიც ყველაფერი შედარებითია) მთავარ მწვრთნელს და ქვეყნის ასე თუ ისე დალაგებული მთავარი გუნდი მას შემდეგ უთავო მხედარივით დახეტიალებს სადღაც ფიფას რეიტინგის მეორე ასეულში. ქართველების ყველაზე მანკიერი ტრადიციების მიხედვით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის დაგეგმა რომ "თანამდებობაზე" თავისი კაცი დაენიშნა. გია გეგუჩაძეს რას ვერჩით თუმცა ქართული ფეხბურთის ლეგენდის ალექსანდრე ჩივაძის უცერემონიო გაგდება ახალგაზრდული გუნდიდან, მხოლოდ იმისთვის რომ ჩახლართული ოპერაცია პირობითი სახელწოდებით "ჩემი კაცი ნაკრების ტრენერად" განხორციელდეს, არ ჯდება ადამინაურ, კაცურ და მითუმეტეს ეროვნულ ჩარჩოებში! ცოტაც და გეგუჩაძეს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამოაცხადებენ და სანაცვლოდ რა?! რა და ამ წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა თავისი მოღვაწეობის სულ რაღაც რამდენიმე თვეში ჯერ ძმები არველაძეები და სფფ-ს აღმასკომის სხვა ქართველი ვეტერანები გადაიმტერა, შემდეგ საშა ჩივაძე მოისროლა მხოლოდ იმისთვის რომ "თავისი კაცისთვის" ცხადაძის პოსტის დასაკავებლად ტრამპლინი შეემზადებინა. კახა ცხადაძეს როგორ უნამუსოდ მოექვა აღარც ღირს გახსენება.

25 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთში პროფესიონალიც და თანამდებობისთვის შესაფერის-შეუფერებელიც იმის მიხედვით განისაზღვრება ხარ თუ არა ლევან კობიაშვილის ძმაკაცი!

ახლა როდესაც სახელმწიფომ ამხელა თანხები გამოყო ფეხბურთის განვითარებისთვის, სწორედ ასეთი კლანები "გვჭირდებოდა"!

მოკლედ კობი კარგი ფეხბურთელი იყო, აი როგორი კაცია ეგ რა გითხრათ....







zaza
18:41 04-03-2016
0
კობი გამოვა და იტყვის რა გვექნა სხვა გზა არ იყო და შემოგვენიშნა მწვრთნელად გეგუჩაო. ეგ შემო რო არ გვქონოდა ქართველებს...
giga
18:37 04-03-2016
0
Kარგია ტუ ცხადაძეს დატოვებენ მარა მირჩევნია გეგუჩაძე მოვიდეს ვიდრე ვიგაც არაფრის მაქნისი უცხოელი
lova
18:19 04-03-2016
0
და მერე კობი იტყვის რომ ამას კი არ ვგეგმავდით უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩაო?
ალეკო
18:16 04-03-2016
0
სიახლეები პოპულარული