ნაკრები: მათე ვაწაძემ პოლონეთში სრული დატვირთვით ივარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
13 ივნისს, ვარშავის "ნაროდოვიზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში D ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის მთავარ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.


კახა ცხადაძის
გუნდი ქალაქ ლინციდან პოლონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 12 ივნისს გაემგზავრა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე ერთი ვარჯიში ჩაატარა, საწვრთნელი პროცესი კი საათს გაგრძელდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა მათე ვაწაძემ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა.


ეროვნული ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი "ტოსნო" (რუსეთი), როინ კვასხვაძე "ოთელოსი" (კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი "ინტერი" (აზერბაიჯანი), გურამ კაშია "ვიტესი" (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე "ომონია" (კვიპროსი), კახა ალადაშვილი "სკა ენერგია" (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი "ტოსნო" (რუსეთი), ლაშა დვალი "ქასიმფაშა" (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე "ინტერი" (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე "დინამო" თბილისი (საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი "კარპატი" (უკრაინა), კახა მახარაძე "ფახთაქორი" (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე "სპარტაკი" (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე "ვოლინი" (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი "ვიტესი" (ჰოლანდია), ლევან ყენია "სლავია" (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი "გენკი" (ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე ორივე "დინამო" თბილისი (საქართველო).
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე "ორჰუსი" (დანია), გიორგი ჭანტურია "კლუჟი" (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე "ინტერი" (აზერბაიჯანი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც კარგი მაინც მოხდა!!!!!!!!!!!!
გენო
15:54 13-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული