მ/ჩ 2018. VI ტური. D ჯგუფი: ერთნაირი სცენარით... [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, D ჯგუფში, მოლდოვა-საქართველოს გარდა, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. ორივეში სტუმრები იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ქულები გადაარჩინეს.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

სერბეთთან ერთად, ჩვენს ჯგუფს 11 ქულით ირლანდიაც ლიდერობდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება სჭირდებოდა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, უკან დასახევი გზა აღარც ავსტრიელებს რჩებოდათ - მათაც მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ.

ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს: დავიდ ალაბას კუთხური სტუმრებმა ორიგინალურად გაითამაშეს და მცველმა მარტინ ჰინტერეგერმა ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ტაიმში ალაბას სტუმართა უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ირლანდიამ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ წონასწორობა მაინც აღადგინა - ჯონათან უოლტერსმა მცველს ძალისმიერ ბრძოლაში აჯობა და ზუსტად დაარტყა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგრადში უელსის ნაკრებს ტრავმირებული გარეთ ბეილი აკლდა. ცხადია, ეს ჯგუფის თანალიდერ სერბეთს უკეთეს პირობებში აყენებდა, თუმცა... ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: პენალტი ზუსტად შეასრულა აარონ რემზიმ - 0:1.

ამის მერე უპირატესობა მასპინძელთა ხელში გადავიდა. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ყველაზე მარჯვე ალექსანდრ მიტროვიჩი გამოდგა, ვინც ალექსანდრ პრიოვიჩის ქუსლური პასი მიიღო, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VI ტური
11 ივნისი
ირლანდია-ავსტრია 1:1
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (31), 1:1 უოლტერსი (85)
ირლანდია: რენდორფი, უორდი (56. მერფი), დაფი, კრისტი, ლონგი, უილანი (77. მაკგიდი), მაკლინი, ბრეიდი, არტერი (71. ჰულაგენი), ჰენდრიკი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარტინ ონილი
ავსტრია: ლინდერი, ჰინტერეგერი, ლაინერი, დრაგოვიჩი, პრიოდლი, ბაუმგარტლინგერი, კაინტცი (90. გრეგორიჩი), ალაბა, ლაზარო, იუნუზოვიჩი (79. გრილიჩი), ბურგშტალერი (75. ჰარნიკი).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილებები: ბრეიდი (30), კრისტი (33)
არბიტრი: ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

სერბეთი-უელსი 1:1
გოლები: 0:1 რემზი (35-პენ), 1:1 მიტროვიჩი (74)
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, კოლაროვი, ვუკოვიჩი, ნასტასიჩი, რუკავინა, მილივოევიჩი (63. გუდელი), მატიჩი, კოსტიჩი (67. პრიოვიჩი), მიტროვიჩი, ტადიჩი.
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
უელსი: ჰენესი, რიჩარდსი, დევისი, უილიამსი, განტერი, ჩესტერი, ედვარდსი (73. ჰავსი), რემზი, ლედლი, ალენი, ვოუკსი (85. ლოურენსი).
მწვრთნელი: კრის კოულმენი
გაფრთხილებები: სტოიკოვიჩი (33), მილივოევიჩი (35), ალენი (57), რიჩარდსი (71), მატიჩი (90)
არბიტრი: მ. დე სოუზა ნევეში (პორტუგალია)

მოლდოვა-საქართველო 2:2
გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (66), 2:2 ყაზაიშვილი (70).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული