იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
იორდანიის ნაკრებმა საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში მოგებით წარუმატებელი სერია დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 25 იანვარს, დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

- საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ იორდანიას დღევანდელ დღემდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა მოგებული. ბოლოს ჩვენმა მეტოქეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუგეს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის უკვე ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს ესპანეთის ნაკრები დაამარცხა (1:0) და ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში ეს ერთადერთი გამარჯვებაა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც არ ეზარება ყველა გვიგებს.ფეხბურთი არის ჩამკვდარი ჩვენთან.ჯერ მოედნები გააკეთონ და ბურთები და ფორმები დაურიგონ ბავშვებს და შედეგი მერე იქნება.
გუჯა
17:32 26-01-2017
0
დაანებეთ ფეხბურთს და ფეხბურთის დაფინანსებას თავი. მივხედოთ ისეთ სპორტს სადაც რაიმეს თავი გვაქვს
dimi
10:32 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული