უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "სამტრედია" შინ "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. "წითელ ჯგუფში" ლიდერმა "სამტრედიამ", რომელმაც უკვე გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში თამაში, გორის "დილას" უმასპინძლა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც საკუთარ კარში ბურთი გიული მანჯგალაძემ ჩაჭრა. "დილამ" შეხვედრის საბოლოო ანარიში 31-ე წუთზე ნიკა ელიაურის გოლით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "დილამ" 14 ქულა დააგროვა და ცხრილში დროებით მე-4 პოზიციაზე აღზევდა.

"წითელი ჯგუფში" XIII ტურის კიდევ ორი მატჩი: "სიონი"-"დინამო" (ბთ) და
"საბურთალო"-"ზუგდიდი" ხვალ, 20 ნოემბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
წითელი ჯგუფი
სამტრედია-დილა 0:2
გოლები: 0:1 გიული მანჯგალაძე (ავტოგოლი), 0:2 ნიკა ელიაური (31).
გაძევება: თემურ ღონღაძე (55, დილა).

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
სიონი-დინამო (ბთ)

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-ზუგდიდი.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ერთადერთი კლუბი,სადაც პრემიები არ გაიცემა და საიდანაც გინდ ჩემპიონები გახდნენ და გინდ ვიცე-ჩემპიონები, მაინც აპირებენ ზოგიერთები წასვლას,ეს სამტრედიაა.ზოგიერთები თვლიან რომ მათთვის უკევ დაბალი დონეა სამტრედია,ზოგიერთები კი თვლიან ფეხბურთელის ხანმოკლე კარიერაში დაბალ ანაზღაურებაზე მუხლების ცვეთა არაა დიდად სასიხარული ამბავი ( და მართლებიც არიან)
კლუბში გყავთ 50% -იან წილში კერძო სტრუქტურა რაღაც არამომგებიანი ,არაკომერციული საფეხბურთო კავშირი "სამტრედია" :) არამომგებიანი და უფულო რომელიც მხოლოდ ბიუჯეტის თანხებს განკარგავს. აი ისინი მოაშორეთ, მოიყვანეთ ინვესტორები და სპონსორები,მაშინ არც ხელფასზე იქნება საუბარი და არც არაფერზე.თუ კერძო სტრუქტურა ხარ,შენს ფეხბურთლებს ხელოვნურ საფარზე როგორც ანადგურებ?
gio-s
11:38 21-11-2016
0
ყველამ ერთი ადგილი დააყენეთ სამტრედია მაგარია!! ჩემპიონიც გახდება!
და მაგარი ბიჭებიც არიან გენაცვალეთ
gioooooooooooooooooooooooooooooo
23:15 20-11-2016
0

სიახლეები პოპულარული