რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და გუშინ "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრო. 60 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

- თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა

ერთი შეხედვით, გროზნი მთავარ კითხვაზე - მართავდა თუ არა მოლაპარაკებებს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან, პასუხს თავს არიდებდა და საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა.

გროზნისგან განსხვავებით, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უკრაინელ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დაადასტურა:

- დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ. ჩვენ გვსურს, რომ 3-წლიანი,
მიზანმიმართული პროექტის განხორციელება დავიწყოთ. საამისოდ კი საჭიროა ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია კარგად გაიგოს და ამოიცნოს ჩვენი მენტალობა. ჩვენ ამის პრობლემაც გვაქვს, როცა უცხოელ მწვრთნელებს ვეძახით...

აქედან გამომდინარე, "დინამოს" რომელი სპეციალისტიც უფრო მოუხდება, იმას დავნიშნავთ.

კიდევ გვყავს ერთი კანდიდატი და ამას მალე შეიტყობთ.

- მეორე კანდიდატი ლეონიდ კუჩუკია?
- ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, მასაც ნახავთ. ვიმეორებ, მომავალი მწვრთნელი გარემოსაც უნდა მოუხდეს და ჩვენი მენტალობაც ზეპირად უნდა იცოდეს. ამ ადამიანებმა კი ქართველების ხასიათი კარგად იციან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით, პროგრამა 5 წლიანი უნდა შეიმუშავოთ,მენტალობის გამოსწორება ერისთვისა პრობლემა,(პარლამენტს გადახედეთ) ოჯახებიდან მოდის, ყველას გენიოსი გონია თავი, შრომისმოყვარე ნიჭიერ ბავშვები შეარჩიეთ და ოჯახებში, მშობლებთან ერთად ფსიქოლოგები ამუშავეთ, ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ შედეგს გამოიღებს.
გუსანი
10:55 21-10-2016
0
ჩემო რომან, სანამ ასეთ მდარე ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე გექნება აქცენტი აღებული, არაფერი გამოგივა არც შენ და არც ჩვენ...
status quo
10:19 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული