"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალო" დაბრუნდა ბულგარეთიდან, სადაც ორკვირიანი შეკრება გაიარა. პაბლო ფრანკო მარტინის გაწვრთნილები სეზონისთვის მზადებას თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე აგრძელებენ, გუშინ კი ამხანაგურად პირველ ლიგაში დაქვეითებულ თერჯოლის "საპოვნელას" შეხვდნენ.

თამაში არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა - "საბურთალომ" მეტოქე 10:0 დაამარცხა.

თბილისელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს, როცა ექვსჯერ აიღეს თერჯოლელთა კარი.

ჰეთ-თრიკი შეასრულა ესპანელმა ახალწვეულმა გარსია პენამ. ყოფილი თანაგუნდელები ორჯერ გიორგი ბუხაიძემ დაამწუხრა, ასევე დუბლით გამოიჩინა თავი ირაკლი რუხაძემ, ხოლო თითო გოლი გიორგი ხარაიშვილმა, თედორე გრიგალაშვილმა და გია ჩაბრაძემ გაიტანეს.

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო,
გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე (43. გარსია პენა), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ბუხაიძე; შეცვლაზე: ქურდაძე, იაშვილი (75. ალთუნაშვილი), მარგველაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, ჩაბრაძე, ხარაიშვილი (81. ნადარაია), გარსია პენა, ცაცქრიალაშვილი (65. გოშთელიანი), ბუხაიძე (75. გვარაძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული