მჯერა, მალე გამოსწორდება ყველაფერი - პაბლო მარტინმა "საბურთალო" ავარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი ჭიაბრიშვილი ყოფილ გუნდს, "საბურთალოს" დაემშვიდობა - 35 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შეხვდა. დამშვიდობებისას, ფეხბურთელებმა ჭიაბრიშვილი ტაშით გააცილეს.

დღესვე, კლუბსა და ფეხბურთელებს გაეცნო და პირველი ვარჯიში გამართა ესპანელმა სპეციალისტმა პაბლო ფრანკო მარტინმა, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება.

რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის ოფიციალურ წარდგენას - "საბურთალოს" ხელმძღვანელები მარტინს ხვალ, 16:00 საათზე, "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში წარადგენენ.

გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
"ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმუშაობდი და ბევრი დაუვიწყარი წუთი გავატარე.
მოხარული ვარ იმითაც, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში "საბურთალო" პირველიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ მომხდარა, რომ კლუბი, თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით უძლიერესთა რიგებში გადასულიყო.

ბოლო მატჩები წარუმატებლად ვიასპარეზეთ, თუმცა ჩემი წასვლის მიზეზი ეს არ გამხდარა. მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში გავაგრძელებ, თუმცა "საბურთალოს" ერთგულ ქომაგად ვრჩები. ჩვენ ყველა ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ. მჯერა, ერთობლივი მუშაობა წარმატებული იქნება.

მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, იმ გულშემატკივრებს, რომლებიც წარმატებასა თუ წარუმატებლობის პერიოდში ჩვენ გვერდით იდგნენ. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებიც წინსვლისა და განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ და მომავალშიც გააკეთებენ".

პაბლო ფრანკო მარტინი ("საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი):
"რამდენიმე დღეა თბილისში ვიმყოფები. დღეს მომეცა შესაძლებლობა, რომ კლუბს ოფიციალურად გავცნობოდი.

"საბურთალოზე" გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, ნანახი მაქვს თბილისური გუნდის ბოლო 5-6 მატჩი. პერსპექტიული, ახალგაზრდული გუნდია, მათი მეიმედება და მჯერა, მალე გამოსწორდება ყველაფერი.

პირველი ვარჯიში გვქონდა, ფეხბურთელები მონდომებულები არიან. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა "გურიასთან" მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა".

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველი მოზარდები ნიჭიერები და ფიზიკურად ბუნებრივად ძლიერები რომ არიან ამას ბევრი აღიარებს. ზრდასრულობაში სად იკარგება ნიჭი და ფიზიკური მონაცემები ამის შესახებ ხშირად რომ წეროთ იქნებ კიდევაც გვეშველოს!!!!
გუჯა კახაძე
20:23 09-03-2016
0
მწვრთნელი კიარა ფეხბურთელები გჭირდებათ მოიყვანეთ ორი, სამი უცხოელი კარგი ფეხბურთელი და მათ გვერძე ახალგაზრდებიც გაიზრდებიან
Giorgi567
18:33 09-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული