ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

AutoSharing Option
დღეს, 22 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ჩემპიონატის აუტსაიდერი, ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 4:1 მოუგო.

ანგარიში ამ შეხვედრაში მასპინძლებმა გახსნეს - 32-ე წუთზე კარში ნიკოლოზ საბანაძემ დაარტყა, რომლის დარტყმულიც "შუქურას" მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი დავით ჯიქია იყო. ერთ წუთში კურიოზული გოლი გავიდა: გელა გოგიტიძე ბურთს მეკარე სომხიშვილს უბრუნებდა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი ვერ გაიჩერა - 2:0. ტაიმი ასეც მორჩა.

50-ე წუთზე სამტრედიელთა ახალწვეულმა ანტე გიმ გაიტანა, რომლისთვისაც
ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი იყო. ანტე გიმ მე-80 წუთზე დუბლიც გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა, თუმცა მანამდე, 63-ე წუთზე "შუქურამ" ერთი გოლი გაქვითა - თავი შერმადინ ართმელაძემ გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით "სამტრედიას" 36 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, "შუქურა" კი 7 ქულით ბოლო, მეათეა.