გორის "დილა": ტარიელ ხაინდრავა წავიდა, პედრინიო მოდის

AutoSharing Option
22 წლის მეკარე ტარიელ ხაინდრავამ გორის "დილა" დატოვა. პერსპექტიული მეკარე კარიერას ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ტყიბულის "მეშახტეში" გააგრძელებს.

ხაინდრავა ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე მივიდა "დილაში" და ძირითადად, სარეზერვო მეკარე იყო, თუმცა რამდენჯერმე სასტარტოშიც გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც "მეშახტეში" მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე მივიდა, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.

აქვე ვთქვათ, რომ "დილამ" ამხანაგური მატჩი გამართა "სამტრედიასთან". შეხვედრა 1:1 მორჩა. გორელთაგან თავი სალიუ ტარავალიემ გამოიჩინა.

ჩვენი ინფორმაციით, "დილას" ოთხშაბათს შეუერთდება ბრაზილიელი ნახევარმცველი პედრინიო. გუნდი მარცხენა მცველის ძიებაშია. სავარაუდოდ, "დილას" ახალწვეული ამ
პოზიციაზეც ლეგიონერი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული