[ექსკლუზივი] გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" რადარებზე

AutoSharing Option
"ლელომ" ექსკლუზიურად შეიტყო, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევის, გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება ესპანურ "სარაგოსას" სურს.

ჩვენი ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლები უკვე იყვნენ საქართველოში და თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერს ორ მატჩში დააკვირდნენ.

"სარაგოსა" ძველებურად ძლიერი გუნდი ვეღარ არის, მაგრამ სახელი და ტრადიცია მაინც მოსდევს. ეს გუნდი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მე-15 ადგილზეა და ფინიშამდე ორი ტურით ადრე ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი ლა ლიგა 2-ში დარჩენის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, პაპუნაშვილმა უკვე მოასწრო უცხოეთში თამაში, თუმცა მიზეზთა გამო "
ვერდერში" ფეხი ვერ მოიკიდა და "დინამოში" დაბრუნდა.

"სარაგოსაში" ქართველ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია. ჩვენი ჩემპიონატიდან ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოხვედრა, წესით, კარგი პერსპექტივა და ტრამპლინი უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არც ის ინფორმაციაა მართალი რომ გავარდნის შანსი არსებობს. გუშინ ფრე ითამაშა და გაინაღდა დარჩენა
გიორგი
20:35 05-06-2017
0
დავიტანჯეთ ამათი ტრამპლინებით და პერსპექტივებით
0

სიახლეები პოპულარული