"დილას" ახალი მწვრთნელი: შანსი გამომიჩნდა დიდ კლუბში მუშაობის...

AutoSharing Option
დღეს, 17 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გორის "დილამ" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ამიერიდან კლუბს 45 წლის ებრაელი სპეციალისტი ზივ აბრაამ არიე გაწვრთნის.

ზივ არიე 45 წლისაა. ბოლოს ის იერუსალიმის "ბეითარის" მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მანამდე კი "მაკაბის" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2015-16 წლების სეზონში ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

"ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები კლუბთან მუშაობას. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ. ზოგადად, ბევრი საუბარი არ მიყვარს, ჩემი საქმე მუშაობაა.

ახალ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კომენტარს
ვერ გავაკეთებ, რადგან აქ მოსულს უკვე დამხვდნენ. მათთან კონტრაქტის გაფორმება მფლობელებმა გადაწყვიტეს. ახლა ინფორმაცია არ მაქვს რომელიმე ფეხბურთელის დამატებაზე, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი კლუბი მალე ყველა ფეხბურთელისთვის სასურველი გახდება.

ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არ გვაქვს, მაგრამ იქ მოხვედრის სურვილი ნამდვილად გვაქვს. დაუღალავად ვიშრომებთ ამისთვის.

შანსი გამომიჩნდა დიდ კლუბში მუშაობის და დაუფიქრებლად დავთანხმდი", - განაცხადა არიემ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დილა გასაგებია მიხარია ნეტა ყველა ქართული კლუბები მასე იყოს ფინასურათ ზუგდიდის ბაია და ფოთის კოლხეთს ესეთი მდგომარება რო არის მად ფოთიდან სჰემოდის ფინასები მთელ საქართველოს ის აჩმევს სირცხვილია რო არავინ აფინასებს და ზუგდიც ბაიას მართო ერთი ორი კლუბა არაფერს არ უსჰველის ყველა უდა იყოს ძლიერი მაშინ იქნება კაი ჩეფიონატი
irtakli
12:39 18-01-2017
0
beko-ს. გეყოთ ფანტაზიორობა რა!. როცა ლაპარაკი დიდ კლუბზეა, აქ ყოველთვის იგულისხმება ტოპ გუნდები და არ უნდა ამას ბევრი ქილიკი. რაც შეეხება "დილას", ბუნებრივია ძალიან გამეხარდება და ვუგულშემატკივრებ კიდევაც, როგორც ყველა ქართულ კლუბს, მაგრამ მე ამ მწვრთნელზე გავაკეთე აქცენტი,თავისი უაზრო მოსაზრებისადა გამო.
beko
11:32 18-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული