გვესტუმრება ზიდანი თბილისში? ოთხ­თა ტურ­ნი­რი ევ­რო­ფო­რუ­მის პრიზ­მა­ში

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­ღა­ლი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ბო­ლო წლებ­ში ძვრე­ბი აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და - ჯერ ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის ელიტ­რა­უნ­დის მატ­ჩე­ბის მას­პინ­ძ­ლო­ბის უფ­ლე­ბა დაგ­ვ­რ­თეს, შემ­დეგ თბი­ლის­ში ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სი გა­თა­მაშ­და, 2017 წელს კი, 19-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპს ვუ­მას­პინ­ძ­ლებთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­და, მას­ში ორე­ტა­პი­ა­ნი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი 7 სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი ნაკ­რე­ბი ითა­მა­შებს...

ამ ტურ­ნი­რის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბიც სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­აც და პლუს, ქვე­ყა­ნა - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს, შემ­დ­გომ­ში მსგავ­სი პა­ტი­ვი კი­დევ გვექ­ნე­ბა თუ არა.

თა­ვის მხრივ, ამ მზა­დე­ბას უეფას დე­ლე­გა­ცი­აც
შე­ა­მოწ­მებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით, 9-დან 14 ნო­ემ­ბ­რამ­დე თბი­ლი­სი და გო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოთხ­თა ტურ­ნირს უმას­პინ­ძ­ლებს, სა­დაც ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის მო­მავ­ლის გარ­და, საფ­რან­გე­თის, ეს­პა­ნე­თი­სა და ჰო­ლან­დი­ის 19-წლამ­დელ­თა გუნ­დე­ბიც იხი­ლოს. შეხ­ვედ­რე­ბი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის მთა­ვარ და სა­თა­და­რი­გო მო­ედ­ნებ­ზე, ასე­ვე, გო­რის "თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძე­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა.

3 ნოემბერს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის მე­დი­ა­ცენ­ტ­რ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა და­ვით მუ­ჯირ­მა და პირ­ველ­მა ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა კა­ხა ჭუმ­ბუ­რი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და ოთხ­თა ტურ­ნი­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2017 წელს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი 19-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

- U19. საერთაშორისო ტურნირი: მუჯირის და ჭუმბურიძის პრესკონფერენცია

თუ სა­მი­ვე გუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­ვა, მა­შინ ზი­ნე­დინ ზი­და­ნის ვა­ჟი - ლუ­კა ზი­და­ნიც გვეს­ტუმ­რე­ბა. 18 წლის ზი­და­ნი მად­რი­დის "რე­ა­ლი 2"-ისა და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის მე­კა­რეა.

დაბო­ლოს, ოთხ­თა ტურ­ნი­რის კა­ლენ­დარს გა­გაც­ნო­ბით:

U19. საერთაშორისო ოთხთა ტურნირი
9 ნო­ემ­ბე­რი
თბი­ლი­სი. "მი­ხე­ილ მეს­ხი" (სა­თა­და­რი­გო). 12:00
ჰო­ლან­დია-საფ­რან­გე­თი

თბი­ლი­სი. "მი­ხე­ილ მეს­ხი". 15:00
სა­ქარ­თ­ვე­ლო-ეს­პა­ნე­თი

11 ნო­ემ­ბე­რი
თბი­ლი­სი. "მი­ხე­ილ მეს­ხი" (სათ). 12:00
ეს­პა­ნე­თი-ჰო­ლან­დია

გო­რი. "თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძე". 15:00
სა­ქარ­თ­ვე­ლო-საფ­რან­გე­თი

14 ნო­ემ­ბე­რი
თბი­ლი­სი. "მი­ხე­ილ მეს­ხი" (სა­თა­და­რი­გო). 15:00
ეს­პა­ნე­თი-საფ­რან­გე­თი

თბი­ლი­სი. "მი­ხე­ილ მეს­ხი". 15:00
სა­ქარ­თ­ვე­ლო-ჰო­ლან­დია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული