საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევში მონაწილეობისთვის ფინეთში მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ჩვენს ჯგუფს ფინეთი უმასპინძლებს.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდის მეტოქეები ფინელების გარდა შვედეთი და ბულგარეთი იქნებიან. ცნობილია კალენდარიც:

28 სექტემბერი: საქართველო - ბულგარეთი
30 სექტემბერი: საქართველო - ფინეთი
3 ოქტომბერი: შვედეთი - საქართველო.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთში 25 სექტემბერს გაემგზავრება. გურამ ასპინძელაშვილმა ეს 18 ფეხბურთელი შეარჩია:

დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი,
ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეც დინამოს სანაქებო აკადემია,ასტანის 19 მდელები უგებენ ...
sadaa pexburti?
21:34 29-09-2016
0
სწორია ეს გრი,დაიღალა რა ყველა უკვე ამ მამიკოს ბიჩებით,თან რისი თავი აქვთ გამოჩნდა აგერ ბულგარეთთან რა,ფეხი ვერ გაანზრიეს,ან სად რა უქნიათ რო? წადით რა...
romani
20:05 29-09-2016
0

სიახლეები პოპულარული