U19. შვედეთი-ჩეხეთი 1:2 - ტურინას ჩეხური ჩხვლეტა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი "მიხეილ მესხზე" გაიმართა, სადაც ჩეხეთი შვედეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესო და ჩვენთვის საყურადღებო გამოდგა. 19 წლის ბიჭებმა საკმაოდ კარგი და გონივრული ფეხბურთი, ზოგადად, მომზადების საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს.

უპირველესად, მატჩი ჩვენთვის საინტერესო იმ კუთხით იყო, რომ ეს გუნდები საქართველოს მეტოქეები არიან და მათთვის თვალის მიდევნება და გაანალიზება აუცილებელი იქნება.

თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს შვედებმა, რის გამოც საწყის 15 წუთში ჩეხები მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ისინი საკუთარ სტილს არ ღალატობენ - რაც ეროვნული ნაკრები, ისიც 19-წლამდელები. ევროპის
1996 წლის ვიცე-ჩემპიონ იან სუხოპარეკის გაწვრთნილები თავს გონივრულად იცავდნენ, მეტოქეს კარგად აკვირდებოდნენ და მერე მათ დაცვაში სუსტ წერტილებს პოულობდნენ. თანდათან ჩეხებმა უფრო თამამად და აზრიანად შეუტიეს და კონტრშეტევებით მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს.

ეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაითვალისწინოს - მეტოქე ფრთხილად, დაცვიდან თამაშობს და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა. ისინი ბევრს და დაუღალავად მოძრაობენ და ფლანგებს კარგად იყენებენ.

კარგი თამაში ჩაატარა არა მხოლოდ დუბლის ავტორმა დანიელ ტურინამ, არამედ მათმა მარჯვენაფლანგელმა ლიბორ ჰოლიკმაც, რომელიც ორივე გოლში აქტიურად მონაწილეობდა: პირველად - საგოლე გადაცემა გააკეთა, მეორედ კი - საგოლე შეტევა განავითარა.

შვედეთი მხოლოდ 0:2-ზე გამოცოცხლდა და ჯოზეფ კოლის გადაცემით ანგარიში ვიქტორ დეკერეშმა შეამცირა.

სკანდინავიელებს გათანაბრებაც შეეძლოთ, როცა შეცვლაზე შესულმა ტედი ბერგკვისტმა ორიოდე მეტრიდან ცარიელ კარს თავურით ააცილა.

ჩეხებმა 2:1 მოიგეს და პორტუგალიასთან ერთად A ჯგუფში გალიდერდნენ.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. I ტური
02.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"
შვედეთი-ჩეხეთი 1:2
გოლები: 0:1 ტურინა (42. ჰოლიკის პასით), 0:2 ტურინა (55), 1:2 დეკერეში (77. კოლის პასით)
შვედეთი (4-2-3-1): მ. იუჰანსონი - კოლი, ანდერსონი, იშვერვუდი, კრალი - საბოვიჩი, ჯაიჩი - კ. იუჰანსონი (63. ლინდბერგი), კარლსონი (79. ბერგკვისტი), ადრიანი (88. აჰმედჰოჯიჩი) - დეკერეში.
სათადარიგოები: ვ. იუჰანსონი, ვებერგი, სვენსონი, ცესაი
მწვრთნელი: კლას ერიქსენი
ჩეხეთი (4-2-3-1): ედლიჩკა - ჰოლიკი, ჰალუში, კრალი, გრანეჩნი - ჰაველკა, მარეჩეკი (89. ლინგრი) - ხვეია, შაშინკა (90+4. გრაიციარი), სადილეკი - ტურინა (72. ნოვოტნი).
სათადარიგოები: გლავატი, ფრანტიშეკი
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
არბიტრი: ს. ლაპოჩკინი (რუსეთი).

საქართველო-პორტუგალია 0:1

მომავალი მატჩები
A ჯგუფი
5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
3 ივლისი, ორშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბულგარეთი-ინგლისი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
გერმანია-ჰოლანდია 20:00

6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B I ადგილი-A II ადგილი 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
A I ადგილი-B II ადგილი 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული