გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 ივლისს, 20:00 საათზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს მატჩს.

საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების გარდა, ევრო 2017-ის A ჯგუფში შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებები არიან.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);
მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი ("დინამო", თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი
("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა)

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი:
A ჯგუფი
02.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
შვედეთი - ჩეხეთი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
საქართველო - პორტუგალია

05.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
საქართველო - შვედეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ჩეხეთი - პორტუგალია

08.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00
ჩეხეთი - საქართველო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
პორტუგალია - შვედეთი

B ჯგუფი

03.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 17:30
ინგლისი - ჰოლანდია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
გერმანია - ბულგარეთი

09.07.17

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალები
12.07.2017
"დავით პეტრიაშვილი", 17:00

12.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ფინალი
15.07.2017
"მიხეილ მესხი 1" - 20:00.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოდით მწვრთნელის საქმეში ნუ ვერევით თვითონ იცის საიდან გამოიძახებს დინამოსან თუ საბურთალოდანვაცალოთ მუშაონა
rexeli
11:55 01-07-2017
0
წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, თავს არ დაზოგავენ. ბოღმით სავსე პროფესორებს კი ვეტყოდი: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი "ბრძნული" კომენტარები ახალგაზრდებს მხოლოდ ვნებს. თუმცა რა ვიცი... იქნებ სპეციალურადაც კი აკეთებთ ამას, სპორტშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც...
tngh
08:48 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული