ევროპის ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

26 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ლიგის ფინალის მატჩზე დასასწრები ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპის ლიგის ფინალი ვარშავაში 27 მაისს ჩატარდება.

ბილეთების საერთაშორისო გაყიდვა ნეიტრალური ქომაგისთვის არის განკუთვნილი და 25 მარტის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ონლაინ-განაცხადს შეავსებს, შეუძლია, არაუმეტეს ორი ბილეთი იყიდოს (ერთი ფასის კატეგორიაში).

ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასებია:

კატეგორია 1: 130 ევრო
კატეგორია 2: 90 ევრო
კატეგორია 3: 65 ევრო
კატეგორია 4:
40 ევრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული