კაიროში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეგვიპტის დედაქალაქში პრემიერლიგის საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა. არიან დაშავებულებიც.

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა სცადეს. პოლიციამ დაპირისპირებულების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რამაც სტადიონზე მყოფების პანიკა გამოიწვია. არეულობის შედეგად მატჩი შეჩერდა.

პოლიციამ "ზამალეკის" ფან-კლუბის ლიდერების დაკავების ბრძანება გასცა.

აღნიშნული მატჩი გუნდებს - "ზამალეკსა" და ENPPI-ს შორის ტარდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული