ზორან ბარიშიჩი: ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით

AutoSharing Option
ვენის "რაპიდის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა გორის "დილასთან" (3:0) ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით. კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის. შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

მთა
ვარი ფაქტორი, ალბათ, პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი იყო, რომელმაც ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა უფრო შემატა, რამაც შესაბამისად მეტოქე გუნდზე იმოქმედა. თუმცა "დილას" კარგი გუნდი ჰყავს. მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება", - თქვა ბარიშიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზორანმა მასტერკლასი ჩაუტარა დევდარიანს.
avaza
02:48 30-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული