ზორან ბარიშიჩი: გორის "დილასთან" შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ

AutoSharing Option
ვენის "რაპიდის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა გორის "დილასთან" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის წინ მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"წინა მატჩში მოგების (1:0) მიუხედავად, შე
ვეცდებით, ანგარიშში სხვაობა უფრო გავზარდოთ. გორის "დილას" ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს. არ ვაპირებთ, დაცვითი ფეხბურთი ვითამაშოთ, პირიქით, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. შანსები კი 50/50-ზეა", - თქვა ბარიშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "რაპიდს" შორის მატჩი 29 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყების" პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი
კი 3 და 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული