სამირ ნასრი: სიამოვნებით გავესაუბრებოდი ვარდის, მაგრამ...

AutoSharing Option
"სევილიას" ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ "ლესტერის" ფორვარდ ჯეიმი ვარდისთან ინციდენტზე ისაუბრა.

- გარეთ გნახავ - ინციდენტი სამირ ნასრისა და ჯეიმი ვარდის შორის [VIDEO]

"მას არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ყველაფერი კარგად გააფორმა. ერთმანეთისკენ გავიწიეთ პირისპირ, ხოლო შემდეგ ვარდი დაეცა.

მეგონა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი უფრო ხისტი უნდა იყოს. ის თავად დამიდგა სახით პირისპირ, შემდეგ კი, უბრალოდ, დაეცა.

მას არ შევხებივარ, თავითაც არ გამიკეთებია მოძრაობა, ვარდი კი დაეცა, ხოლო არბიტრმა ორივეს ყვითელი მოგვცა.

ვარდი მატყუარაა. ის რომ უცხოელი ყოფილიყო, ინგლისური პრესა მას მატყუარას დაუძახებდა.

"ლესტერი"
2:0-ს იგებდა და თამაშობდნენ, როგორც კაცები. თქვენ ჩვენზე უკეთესები არ ხართ, მაგრამ იგებთ 2:0-ს. შემდეგ ეტაპზე გახვალთ, ითამაშეთ რა. ნაკრების ფეხბურთელი ხარ, ასეთი რამე არ უნდა გააკეთო.

მას სიამოვნებით დაველაპარაკებოდი, მაგრამ ხომ იცით, გარშემო ძალიან ბევრი კამერა და დაცვაა.

შემდეგ სეზონზე უნდა ვიფიქრო და არ მინდა, გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მივიღო.

ერთ ლიგაში არ ვთამაშობთ, ამიტომ მასთან შეხვედრა გამიჭირდება. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს", - თქვა ნასრიმ.

შეგახსენებთ, რომ ვარდისთან ინციდენტის შემდეგ ნასრი მოედნიდან გააძევეს, ხოლო "სევილია" 10 კაცით დარჩა მოედანზე.

- ლესტერი-სევილია. გამოხმაურება: პირველივე სონეტი ათიანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული