კილიან მბაპე: შეხედეთ ჩემს თვალებს, ისინი ბრწყინავს

AutoSharing Option
"მონაკოს" ფორვარდმა კილიან მბაპემ "მანჩესტერ სიტისთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლუი მეორეზე" პეპი გააჩერეს [VIDEO]

"შეხედეთ ჩემს თვალებს, ისინი ბრწყინავს. ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია. ძალიან მიხარია. იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ნამდვილი გმირობაა. ჩვენ შევძელით და ისეთ ძლიერ მეტოქეს გავცდით, როგორიცაა "მანჩესტერ სიტი".

ძალიან გვინდოდა, გვენახებინა, რომ ეს ჩვენი დღეა. "მონაკო" პირველ ტაიმში აქტიურად მიმართავდა პრესინგს "სიტის" ფეხბურთელებზე. მოტრიალების საშუალებას არ ვაძლევდით. ხოლო ორი გაშვებული გოლი მეტოქეზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა.

მეორე ტაიმში ცოტა
მოვდუნდით, ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო, მაგრამ ხასიათი გამოვაჩინეთ და მესამე გოლიც გავიტანეთ", - თქვა 18 წლის ფორვარდმა.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული