ჟერარდ პიკე: დღეს ბევრი დაკავდება სექსით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ პსჟ-სთან საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში 0:4 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში 6:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

"მოედანზე ვიყავი, როცა ინიესტამ "ჩელსის" გაუტანა "სტემფორდ ბრიჯზე", მაგრამ ის მატჩი დღევანდელს ვერ შეედრება.

ერთია, როცა ერთი გადამწყვეტი გოლის გატანა გიწევს 95-ე წუთზე და სულ სხვა არის სამი გოლის გატანა 7 წუთში. აქ შეიძლება ვისაუბროთ სასწაულზე, ისტორიულ მიღწევაზე. წავალ და ამ ამბავს აღვნიშნავ, მიუხედავად
იმისა, რომ ხვალ ვარჯიში გვაქვს. ხვალიდან უკვე ლა ლიგის მატჩისთვის ვემზადებით.

იცით რა, საავადმყოფოებმა და სამშობიაროებმა უახლოესი 9 თვის განმავლობაში ბევრი თანამშრომელი უნდა აიყვანონ, რადგან დღეს ბევრი დაკავდება სექსით.

ადრე მსგავს სიტუაციაში 3:1-ზე ალბათ ბევრი წავიდოდა სტადიონიდან, მაგრამ დღეს ქომაგი დარჩა და ბოლომდე დაგვეხმარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულშემატკივრების ახალ თაობას უფრო ძლიერად სჯერა გუნდის და მათ შეძლეს და იმათთან ერთად გაერთიანდნენ, ვისაც ეს ნაკლებად სჯეროდა.

ბევრ ადამიანს სურდა ჩვენი დამარხვა, მაგრამ ყველას ვანახეთ, როგორ გვწყურია გამარჯვება. ჩვენი დამარხვა სურდათ ისეთ მწვრთნელებს, როგორებიც არიან საკი, დომენეკი... სრული სიის ჩამოთვლა ახლა არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ სურვილი. ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ", - აღნიშნა პიკემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
gaumarjos kvelafers qartuls.gaumarjos avadmkofs magram mainc hvensas.
0
ეგეთი რამე ჩიხურა მარტვილის მერანის
თამაშში რო მომხდარიყო მსაჯს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდენ
sergo
00:49 10-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული