არსენ ვენგერი: ეს ხომ არასერიოზულია, აღშფოთებული ვარ!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" (1:5) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: არსენ, როდემდე?.. 1:5 & 1:5 [VIDEO]

"რთული ასახსნელია, რატომ გავვარდით. ვფიქრობ, ის თამაში ვაჩვენეთ, რომელიც გვინდოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა მსაჯის გადაწყვეტილებებში, მათი გაგება რთულია. თეო უოლკოტზე ჯარიმის დროს პენალტი იყო. ლევანდოვსკი თამაშგარეში იყო. ხოლო გაძევების შემდეგ საკმაოდ გართულდა ყველაფერი. ჩემი შეგირდები ბევრს ეცადნენ და კარგად ითამაშეს", - თქვა ვენგერმა BBC-სთან საუბარში.

"როცა 10 კაცით რჩები და 4 გოლი უნდა
გაიტანო, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ამოცანა შეუსრულებელია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ გაძევების მომენტში ლევანდოვსკი თამაშგარეშეა, ხოლო არბიტრი ჯერ ყვითელს იძლევა, შემდეგ კი წითელს! ეს ხომ არასერიოზულია.

ეს მნიშვნელოვანი მატჩია, აქ ასეთი დამოკიდებულება გხვდება. აღშფოთებული ვარ.

ქომაგების გამო ვწუხვარ, მათ დიდი ფული გადაიხადეს, რომ ეს მატჩი ენახათ", - აღნიშნა ვენგერმა BT Sport-თან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი რა,2 თამაშის ჯამში 10-2 წააგებ უნდა ადგე და წახვიდე
imereli
16:36 08-03-2017
0
წითელი ბარათი მართლაც არანაირად არ ეკუთნნოდა. "არსენალს" შანსი არ ქონდა, მაგრამ გაძევებამ თამაში გააფუჭა.
2015
16:07 08-03-2017
0

სიახლეები პოპულარული