"ალბათ, იტალიაში დაბრუნდება" - იტალიელი ჟურნალისტი კიმზე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმილიანო მადალონიმ Radio Punto Nuovo-ს ეთერში "ბაიერნის" ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს შესახებ ისაუბრა.

მადალონის თქმით, სამხრეთ კორეელი "რეკორდმაისტერის" რიგებში თავს ბედნიერად არ გრძნობს და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სერია A-ში დაბრუნდეს.

"ჩემი ინფორმაციით, კიმს გერმანიაში საქმეები კარგად არ მისდის. კლუბის შიგნით სერიოზული პრობლემებია, რამაც შესაძლოა, კიმ მინ ჯეს მომავალიც განსაზღვროს.

დიდი შანსია კიმი იტალიაში დაბრუნდეს", - განაცხადა მადალონიმ.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი "ბაიერნს" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ნაპოლიდან", 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ინტერი" "ბაიერნიდან" კიმ მინ

ჯეს გადაბირებას შეეცდება

altკიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?

alt"ბაიერნის" დირექტორი: კიმ მინ ჯეს მალე წარმოგიდგენთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი ვერაფერი მცველი ვერ არის ვერც ეს და ვერც დე ლიხტი, უბრალოდ საკვირველია რომ ბაიერნმა ამხელა ფული გადაიხადა ამ ორ ფეხბურთელში, წელს ბაიერნის დაცვა კატასტროფულად გამოიყურება, ძალიან ბევრ გოლს უშვებენ
მამუკა
16:17 23-03-2024
8
კიმ თუ იტალიაში დაბრუნებას აპირებ, ძველ ძმებს დაუბრნდი, ნაპოლში!
მალხაზ ჯობავა
15:34 23-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული